12/07/15 ლაზური ხორუმი ხელბურთის არენაზე
ამხანაგური მატჩების სერიის მეხუთე თამაში თურქულ კლუბ არტაშენ გენჩლიკსა და საქართველოს გოგონათა ნაკრებს შორის ფრედ, 20-20 დასრულდა. თამაში თბილისის ახალ სახელბურთო არენზე გაიმართა.
ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ თამაში მეორე შვიდეულს დააწყებინა, ლიდერთა უმეტესობა დაასვენა და ყველანი გამოსცადა. ზოგიერთმა, მაგალითად, ყვარლელმა გამთამაშებელმა თინათინ ქიტესაშვილმა მშვენივრადაც ითამაშა, მაგრამ ერთი გუნდის ზედიზედ ხუთჯერ დამარცხება ძნელი საქმეა, თან სტუმრებსაც სურდათ მოგება და თავიდანვე დაწინაურდნენ კიდეც.
არტაშენის კლუბმა ტაიმი 13-7 მოიგო, მეორეშიც კარგახანს ლიდერობდა (18-13), მაგრამ ბოლოსკენ მასპინძლებმა თითქოს გარდატეხეს მატჩი და წინაც გავიდნენ – 20-19, მაგრამ სტუმრების საუკეთესო მოთმაშემ, ჩიღდემ დედეჯანმა დასრულებამდე 5 წამით ადრე კუთხიდან გაათანაბრა – 20-20. გახარებულმა არტაშენელებმა იქვე დაუარეს ლაზური ხორუმი, რომელშიც კლუბის პრეზიდენტიც ჩაება, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხორუმი წინასწარ იყო დაკვეთილი ზოგიერთი ლაზოფილი მასპინძლის მიერ, მუსიკაც წინასწარ იყო მომზადებული და სტუმრები მას ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში იცეკვებდნენ.
ვიდეო: https://www.facebook.com/GEONHF/videos/vb.153041141495997/693264414140331/?type=2&theater
ხორუმი შესრულდება ხვალაც, როდესაც გაიმართება სერიის ბოლო, მეექვსე შეხვედრა (12 საათზე) და ახალი სახელბურთო არენაც საზეიმოდ გაიხსნება, 14 საათისთვის კი ვიხილავთ ძალიან საინტერესო მეორე მატჩსაც – საქართველოს ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები შეხვდება „დანარჩენი საქართველოს“ ნაკრებს.
ხელბურთელთა უმეტესი ნაწილი ამ დღეებში ურეკის ქვიშაზე იბრძვის შავი ზღვის თასისთვის, ხოლო ვინც კი თბილისშია, „დანარჩენ საქართველოში“ გაერთიანდება, მათ შორის, შინ, არდადეგებზე მყოფი ვარსკვლავები – შოთა თევზაძე, ირაკლი ჩიქოვანი, აკაკი ტალახაძე და რატი მსხვილიძეც, რომელიც ტრავმის შემდეგ პირველად გამოვა არენაზე.
12 ივლისი. ახალი სახელბურთო არენა. ამხანაგური მატჩი. გოგონები (17წ)
საქართველო – არტაშენ გენჩლიკი (თურ) 20-20
საქ: ჯავახია, ჩაჩუა, ვარდიშვილი, ყაველაშვილი – კუნელაშვილი 6, ქიტესაშვილი 5, ჩოგოვაძე 2, ჩოხელი 2, გადელია 2, მიხელიძე 1, ღვალაძე 1, თეთრაშვილი 1, გაბისონია, ვენეცკი, მორჩაძე, ს. იორდანიშვილი, ბერიძე, გიორგაძე, – მწ. გვაზავა, ჭკუასელი
არ: ა. გურსოი – ი. გურსოი 5, დედეჯანი 5, ქიბაროღლუ 5, იაზიჯი 3, სორმაზი 2, შამლიოღლუ, ოზბენი, მაქარი, ბეიზანური, გიული, ზენგინალი, დილმაჩი – მწ. დემიროღლუ, გენჩოღლუ
მსაჯები: კომახიძე, ბარათაშვილი
13 ივნისი. ახალი სახელბურთო არენა. ამხანაგური მატჩი. გოგონები (17წ)
საქართველო – არტაშენ გენჩლიკი (თურ) 33-22
საქ: ჯავახია, ჩაჩუა, ვარდიშვილი, ყაველაშვილი – გადელია 9, ყველაშვილი 6, კუნელაშვილი 5, ვენეცკი 4, ღვალაძე 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 2, ქიტესაშვილი 1, მიხელიძე, ს. იორდანიშვილი, გაბისონია, ბერიძე, მორჩაძე თეთრაშვილი, – მწ. გვაზავა, ჭკუასელი
არ: ა. გურსოი – ქიბაროღლუ 10, იაზიჯი 4, სორმაზი 3, დედეჯანი 3, შამლიოღლუ 1, ოზბენი 1, ი. გურსოი, მაქარი, ბეიზანური, გიული, ზენგინალი, დილმაგი – მწ. დემიროღლუ, გენჩოღლუ
მსაჯები: ფერაძე, ქობელაშვილი
ამხანაგური მატჩი
საქართველო (17) – საქართველო (19) 35-34
(17) ხანდოლიშვილი – რუსტამოვი 8, კბილაშვილი 8, მერკვილაძე 4, იობაშვილი 4, ზარნაძე 4, მაისურაძე 2, ფერაძე 2, ტიელიძე 1, ბულბულაშვილი 1, არსენაშვილი 1, გოგავა, დოლმაზაშვილი – მწვ. თყრქია, ქობელაშვილი
(19) ცინცაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 11, ცხვარაშვილი 6, კოხრეიძე 6, გიორგაძე 5, დიხამინჯია 2, აბჟანდაძე 2, ბაძაღუა 2 – მწვ. სახვაძე