24/11/14 ბარსელონამ პლეიოფი გაინაღდა
სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონამ ზედიზედ მეორედ, ახლა უკვე საკუთარ მოედანზე დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფლენზბურგი – 36:27 და მერვედფინალში გასვლა თეორიულადაც გაინაღდა.
ფლენზბურგი პირველ ტაიმში 13:9 იგებდა შვედი მეკარის, მათიას ანდერსონის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ (44%) და შესვენებაზეც წინ იყო – 16:14. თანაბარი ბრძლა გაგრძელდა კიდევ 10 წუთი და დასკვნით მესამედში ბარსელონამ მეტოქე უბრალოდ გაანადგურა – 36:27. გოლების ნახევარი, 9-9 გაიტანეს კირილ ლაზაროვმა და გუდიონ სიგურდსონმა, ხოლო ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელმღვანელობდა ნიკოლა კარაბატიჩი – 5 გოლი და ორი ამდენი საგოლე პასი.
გერმანიის ჩემპიონმა, კილმა, მეორედაც მოუგო პარი სენ ჟერმენს – 33:29 და თავის ჯგუფში დაწინაურდა. ბარსელონას მსგავსად, პლეიოფის საგზური გაინაღდა პოლონეთის კელცემ. კელცე და უნგრეთის ვესპრემი ორად-ორი უდანაკარგო გუნდია ლიგაში. კიდევ რამდენიმე კლუბს – ვესპრემს, კილს, კოლდინგსა და სეგედს, მერვედფინალი თითქმის განაღდებული აქვთ და ოფიციალურად ალბათ ახალ წლამდე სათამაშო ორ ტურში გაიფორმებენ, დასკვნითი 2 ტური კი 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიმართება.
ქალების პირველი ჯგუფური ეტაპი კი დასრულდა და მთავარი რაუნდის 12 მონაწილე გაირკვა. მეორე ეტაპზე მაქსიმუმი, 8-8 ქულა გაიყოლეს ჩემპიონმა, დიორი ეტომ და ლარვიკმა, რომლების ერთ ჯგუფში მოხვდნენ. 4 ხელმოცარული გუნდი – ჰიპო, პოდრავკა, ლოკომოტივა და ლიუბლინი ბრძოლას თასების მფლობელთა თასისთვის გააგრძელებს. ქალთა საერთაშორისო სეზონი დეკემბერში გაგრძელდება ევროპის ჩემპიონატით.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15
ქალები. პირველი ეტაპი. 6 ტური, 21-23 ნოემბერი
A ჯგუფი
კრიმ მერკატორი (სლნ) – ლაიფციგი (გერ) 31:35
დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 27:22
დინამო 9 ქულა, ლაიფციგი 8, კრიმი 4 / ჰიპო 3
B ჯგუფი
ტიურინგერი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 21:20
ბუდუჩნოსტი (მნტ) – პოდრავკა (ხორ) 32:26
ბუდუჩნოსტი 11, ვარდარი 7, ტიურინგერი 6 / პოდრავკა 0
C ჯგუფი
ვიბორგი (დან) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ) 29:24
დიორი ეტო (უნგ) – სევეჰოფი (შვდ) 35:23
დიორი 12, ვიბორგი 7, სევეჰოფი 3 / ლოკომოტივა 2
D ჯგუფი
ბაია მარე (რუმ) – მეცი (საფ) 23:24
ლარვიკი (ნორ) – ლიუბლინი (პოლ) 35:24
ლარვიკი 12, მეცი 5, ბაია მარე 4 / ლიუბლინი 3
მეორე ჯგუფური ეტაპი. თებერვალი-მარტი, 2015
(მეოთხედფინალში გავა 4-4 გუნდი)
1 ჯგუფი
ბუდუჩნოსტი 7, დინამო 6, ლაიპციგი 4, ვარდარი 3, ტიურინგერი 2, კრიმი 2
2 ჯგუფი
დიორი 8, ლარვიკი 8, მეცი 4, ვიბორგი 3, სევეჰოფი 1, ბაია მარე 0
კაცები. 6 ტური. 20-23 ნოემბერი. მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
A ჯგუფი
მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) – ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 6) 29:28
კილი (გერ, 10) – პსჟ (საფ, 8) 33:29
ზაგრები (ხორ, 6) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 4) 25:23
B ჯგუფი
ალინგსასი (შვდ, 2) – ბეშიქთაში (თურ, 2) 27:24
კოლდინგი (დან, 10) – ვისლა პლოცკი (პოლ, 5) 30:30
ბარსელონა (ესპ, 11) – ფლენზბურგი (გერ, 6) 36:27
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 1) – მონპელიე (საფ, 6) 33:34
ვესპრემი (უნგ, 12) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 7) 32:24
ცელიე (სლნ, 4) – ლიოვენი (გერ, 6) 32:28
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც, 3) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 4) 32:37
დიუნკერკი (საფ, 2) – პიკ სეგედი (უნგ, 10) 24:25
კელცე (პოლ, 12) – ოლბორგი (დან, 5) 33:26
ფოტო: ბარსელონა – ფლენზბურგი. უტევს ნიკოლა კარაბატიჩი