03/11/14 გორბიცი ორსულადაა და მარტო შვიდმეტრიანებს ურტყამს
ქალების ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა მესამე ტური, მაგრამ სახელბურთო ამბები ერთმა ფაქტმა გადაფარა – დანიურ ვიბორგთან თამაშის წინ ლიგის ბოლო ორი წლის გამარჯვებულის, უნგრეთის დორი ეტოს ლიდერმა, 31 წლის ანიტა გორბიცმა გამოაცხადა, რომ ორსულადაა და დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
ეს იმას ნიშნავდა, რომ გორბიცი გამოაკლდებოდა კლუბსაც და უნგრეთის ნაკრებსაც, დეკემბერში დანიშნულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთსა და ხორვატიაში იმართება.
დიორს ვიბორგში პრინციპული თამაში ჰქონდა – ორივე გუნდი ლიდერობდა ჯგუფში 4-4 ქულით და გორბიცმა ითამაშა. უფრო სწორად, ის მხოლოდ შვიდმეტრიანების დასარტყმელად გამოდიოდა მოედანზე და 4 გოლიც გაიტანა. ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა 30:25 მოიგო და უდანაკარგოდ ლიდერობს.
დიორის გარდა 6 ქულა აქვს კიდევ ორ გუნდს – 2014 და 2013 წლის ფინალისტებს – მონტენეგროს ბუდუჩნოსტსა და ნორვეგიის ლარვიკს. თითო ჯგუფიდან 3-3 გუნდი გადის მეორე ჯგუფურ ეტაპზე.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები.
3 ტური, 31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
A ჯგუფი
ლაიფციგი (გერ, 4) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 1) 42:22
დინამო ვოლგოგრადი (რუს, 3) – კრიმ მერკატორი (სლნ, 4) 25:26
B ჯგუფი
ტიურინგერი (გერ, 2) – ბუდუჩნოსტი (მნტ, 6) 22:27
პოდრავკა (ხორ, 0) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 4) – 26:27
C ჯგუფი
ვიბორგი (დან, 4) – დიორი ეტო (უნგ, 6) 25:30
სევეჰოფი (შვდ, 1) ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 1) 29:29
D ჯგუფი
ბაია მარე (რუმ, 2) – ლარვიკი (ნორ, 6) 23:24
ლიუბლინი (პოლ, 2) – მეცი (საფ, 2) 35:31
ფოტო: ანიტა გორბიცი