03/11/4 პირველი სანაკრებო სესია დასრულებულია
ხელბურთში სეზონის პირველი სანაკრებო სესია დასრულდა. გაიმართა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მერე საკვალიფიკაციო ტური. ეს შეჯიბრებები აპრილის ბოლოს განახლდება.
ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მთავარი მატჩი გაიმართა ვენაში, სადაც ავსტრია 24:28 დამარცხდა გერმანიასთან. გერმანელთა გარემარბმა უვე გენსჰაიმერმა 10 გოლი გაიტანა, პივოტმა პატრიკ ვინჩეკმა – 7, ხოლო მეკარე პატრიკ ლიხტლაინმა 19 დარტყმა მოიგერია. თამაშს 6000 მაყურებელი დაესწრო.
ევროპის ჩემპიონმა საფრანგეთმა ბაზელში 33:24 დაამარცხა შვეიცარია. 7 გოლი გაიტანა ნიკოლა კარაბატიჩმა, 8 – მიშელ გიგუმ, ვინც პირველ მატჩი, ჩეხეთთან, გამოტოვა. გერმანიისა და საფრანგეთის გარდა 4-4 ქულა აქვთ ნორვეგიას, ხორვატიას, დანიას, შვედეთს, სლოვენიას, სერბეთს, უნგრეთსა და ესპანეთს. ფინალური ეტაპის საგზური ერგება 7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებულს და საუკეთესო მესამე ადგილს.
ევრო 2016. მთავარი შესარჩევი ეტაპი
1 ჯგუფი. ჰოლანდია (0 ქულა) – ნორვეგია (4) 22:30
თურქეთი (0) – ხორვატია (4) 22:32
2 ჯგუფი. ლიტვა (0) – ბელარუსი (3) 28:30
ბოსნია (1) – დანია (4) 23:25
3 ჯგუფი. ლატვია (0) – სლოვენია (4) 28:39
სლოვაკეთი (0) – შვედეთი (4) 23:33
4 ჯგუფი. მონტენეგრო (2) – ისლანდია (2) 25:24
ისრაელი (0) – სერბეთი (4)22:26
5 ჯგუფი. უკრაინა (0/1 თამაშიდან) – უნგრეთი (4) 20:33
პორტუგალია (0) – რუსეთი (2/1 თამაშიდან) 29:34
6 ჯგუფი. ჩეხეთი (1) – მაკედონია (3) 27:27
შვეიცარია (0) – საფრანგეთი (4) 24:33
7 ჯგუფი. ფინეთი (0) – ესპანეთი (4) 27:34
ავსტრია (0) – გერმანია (4) 24:28
ფოტო: ავსტრია-გერმანია