20/07/14 შავი ზღვის თასი ყვარელმა და ქორებმა მოიგეს

ურეკში დასრულდა ქვიშის ხელბურთის ტურნირი, შავი ზღვის თასი – ურეკი 2014, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპიც იყო.

 

ქალთა ტურნირი მოიგო ყვარლის გუნდმა, რომელიც ლიდერობს კიდეც ორი ეტაპის ჯამში. გადამწყვეტ თამაშში ყვარლელებმა 2-1 დაამარცხეს ფოთის გუნდი, მესამეზე გავიდა წყალტუბო.

კაცებში 7 გუნდი შეიკრიბა. ფინალში, ისევე როგორც პირველ ეტაპზე, გავიდნენ ქორები და ლაგუნა-სალერი და ისევე, როგორც ივნისში, კუს ტბაზე, გამარჯვება ქორებმა (მწვრთნელები მიხეილ კაპანაძე, ლევან გელაშვილი) მოიპოვა – 2-0. მესამე ადგილისთვის ყვარელმა დაამარცხა ბათუმი – 2-1, მეხუთე ადგილისთვის ფოთმა მოუგო გორის კულას – 2-0, მეშვიდე ადგილზეა ქუთაისის გუნდი.

საქართველოს ჩემპიონატის მესამე, გადამწყვეტი ეტაპი სექტემბრის დასაწყისში გაიმართება ბათუმში, ხოლო რაც შეეხება შავი ზღვის თასს, ტურნირი ტრადიციულია, წლეულს ურეკში მეოთხედ გაიმართა და მისი ორგანიზატორია სახელბურთო კლუბ თბილისის პრეზიდენტი მამუკა მჟავანაძე.

ქვიშის ხელბურთი, საქართველოს ჩემპიონატი.

შავი ზღვის თასი – ურეკი 2014 – მეორე ეტაპი

ქალები. 1. ყვარელი 2. ფოთი 3. წყალტუბო

(პირველი ეტაპი – 1. პეგასი 2. მამული 3. ყვარელი)

ორი ეტაპის ჯამში: ყვარელი – 40 ქულა, პეგასი 30, ფოთი 20, მამული 20, წყალტუბო 10

კაცები: 1. ქორები 2. ლაგუნა-სალერი 3. ყვარელი 4. ბათუმი 5. ფოთი 6. კულა-გორი 7. ქუთაისი

(პირველი ეტაპი: 1. ქორები 2. ლაგუნა 3. გორი 4. პეგასი 5. ყვარელი 6. რუსთავი)

ორი ეტაპის ჯამი: ქორები 130, ლაგუნა-სალერი 110, ყვარელი 70, კულა-გორი 60, ბათუმი 40, პეგასი 30, ფოთი 30, რუსთავი 10, ქუთაისი 10

ფოტო: ქორები

 

Leave a Reply