20/05/14 ახალგაზრდული ნაკრები ანდორაში გაემგზავრა

ანდორაში გაემგზავრა საქართველოს ახალგაზრდული, ოცწლამდელთა ნაკრები, რომელიც ოთხშაბათიდან ითამაშებს ახალ ტურნირზე, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) მსოფლიო თასზე.

ანდორაში იმართება ევროპული ზონის ტურნირი. გამარჯვებული გავა მსოფლიო ფინალში, რომელიც გაიმართება 2015 წელს. მონაწილეთა ასაკი შემოსაზღვრულია 1994 წელს დაბადებულებით, თუმცა, საქართველოს ნაკრებში ამ ხნის სულ 4 მოთამაშეა – დანარჩენები უმცროსები არიან.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის ტურნირი საკმაოდ მნიშვნელოვანია – როგორც საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილი ახალი შეჯიბრება და ასევე, როგორც მზადებისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება ახალგაზრდული ნაკრებისთვის. ამ გუნდმა წლეულს უკვე ითამაშა ევროპის ჩემიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, გაისად კი უკვე 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უწევს. გარდა ამისა, ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე უკვე არის ეროვნული გუნდის წევრი, ხოლო კიდევ რამდენიმეს უახლოეს ხანში მოუწევს იქ თამაში.

ნაკრებმა ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრებები ჩაატარა ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ – უკრაინაში, სადაც ოთხი საკონტროლო მატჩი გამართა. მწვრთნელების, ბექა ორჯონიკიძისა და ლევან გელაშვილის განკარგულებაში 14 მოთამაშეა. გუნდთან ერთად იქნება ნაკრები გუნდების მთავარი კოორდინატორი, ჯორჯე რაშიჩი.

ანდორაში გაემგზავრა ქართველ მსაჯთა წყვილიც – ელენე არაბული-ინა ჭკუასელი. ისინი ტურნირის მატჩებსაც იმსაჯებენ და სპეციალურ სემინარშიც მიიღებენ მონაწილეობას.

IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014

A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია

B ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი

განრიგი:

21 მაისი, 16:00 საქართველო – ალბანეთი

22 მაისი, 18:00 საქართველო – ბრიტანეთი

23 მაისი, 18:00 მოლდოვა – საქართველო

24 მაისი, ნახევარფინალები

25 მაისი, ფინალი

საქართველოს ახალგაზრდული (20 წ) ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომარ ალანია (1995, იმედი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

პივოტები: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)

უკანა ხაზი: ზურაბ სიმონია (1995, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), ამირან აბჟანდაძე (1996, პეგასი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

Leave a Reply