05/03/14 ფავორიტთა მატჩი რაშიჩის თვალწინ
სპორტკომპლექს არენაში, საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ტურის მთავარ მატჩში პეგასმა 31:25 დაამარცხა იმედი და 3 თამაშიდან 3 მოგებით ლიდერობს.
ორივე გუნდში მრავლად არიან ჭაბუკთა ნაკრების წევრები. პეგასი თავიდანვე დაწინაურდა, ტაიმი 18:11 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ სხვაობა კიდევ ორით გაზარდა. იმედმა ამის შემდეგღა მოახერხა თამაშის აწყობა და ერთი პირობა სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა – 19:22. ეს იყო და ეს, პეგასმა ისევ მოიპოვა უპირატესობა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა – 31:25.
პირველი თამაში მოიგო ზუგდიდმა – 32:30 დაამარცხა სამტრედია. ტურის თამაშებს ესწრება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი, ვინც ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინატორადაც იმუშავებს.
ფოტო: ჯორჯე რაშიჩი (ცენტრში) პეგას-იმედის მატჩზე
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
მეორე ხუთეული: თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი
5 მარტი, არენა 1
სამტრედია – ზუგდიდი 30:32
სამტრედია: გაგუა, გოგიშვილი – ჯორბენაძე 9, ბოცვაძე 8, ანტონოვიჩი 6, ცხვარაძე 5, ზურაბიანი 2, ძნელაძე, კიკაჩეიშვილი, ქავზინაძე, ხვიჩია, ბოჭორიშვილი
ზუგდიდი: ხასია – გრიგოლია 14, ბულია 7, ხურციძე 6, ძაძამია 3, თოდუა 2, ესართია, კუკავა, კვარაცხელია, ეხვაია, ჩიქობავა, გოგოხია
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
იმედი – პეგასი 25:31
იმედი: ხორავა – იობაშვილი 7, რუსტამოვი 7, ბაინაზაშვილი 6, მღებრიშვილი 3, მიქავა 1, დვალიძე 1, ჰუსეინოვი, თურქაძე, მელაშვილი, საძაგლიშვილი
პეგასი: ზურაბიშვილი – მაისურაძე 7, ნაზღაიძე 7, ცხოვრებაძე 5, გოგავა 5, ზარნაძე 4, გაწერელია 3
მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი
პეგასი 6 ქულა (3 თამაშიდან), იმედი 2 (2), სამტრედია 2 (2), ზუგდიდი 2 (3), თელავი 0 (2)
6 მარტი
16:00 სამტრედია – იმედი
17:30 ზუგდიდი – თელავი
7 მარტი
16:00 პეგასი – სამტრედია
17:30 იმედი – თელავი
თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=broadcast
პირველი ხუთეული: ქარიშხალა 8 ქულა, გორი 4, ფოთი 4, მამული 4, ყვარელი 0
საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.