08/02/14 ბარსელონას და სენ ჟერმენის მოგებები
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტებს შაბათს კიდევ ერთი გუნდი დაემატა – პარი სენ ჟერმენი. პარიზელებმა შინ დაამარცხეს სკოპიეს მეტალურგი – 32:29.
ფრანგულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელი მიქელ ჰანსენი (8), ხორვატები მარკო კოპლიარი (7) და იგორ ვორი (5), ხოლო ლუკ აბალო 1 გოლს დასჯერდა. ამავე ჯგუფში ბარსელონამ სტუმრად გაანადგურა შვეიცარიის თიუნი – 39:23. ბარსელონაც და სენ ჟერმენიც უკვე მერვედფინალში არიან და შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, ერთმანეთში ითამაშებენ. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ორი მაკედონიური კლუბი და მისკის დინამო იბრძოლებენ.
A ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა, ვინც შინ ქულა დააკარგვინა სლოვენიურ პივოვარნა ლაშკოს – 26:26. ოსიგურანიე ზაგრებმა შინ პრინციპული თამაში მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს – 33:27 და პლეიოფში გასასვლელ ბრძოლაში ჩაერთო.
D ჯგუფში გერმანიის ფლენზბურგმა პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც გადაუწურა შვედეთის ჰალმსტადს – 33:25, ხოლო ქალთა ტურნირზე გერმანიისვე ტიურინგერმა დანიის მიდტიულანდს მოუგო – 26:24. კვირას ტური დასრულდება.
ფოტო: მიქელ ჰანსენი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
8 ტური. 5-9 იანვარი
A ჯგუფი
8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) – ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29
8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27
9 თებ, 22:00. რეინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვესპრემი (უნგ)
ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – დიუნკერკი (საფ) 32:25
7 თებ. პორტუ (პორ) – ტარგი კელცე (პოლ) 30:35
9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) – კილი (გერ)
კილი 12, კელცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2
C ჯგუფი
8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) – ბარსელონა (ესპ) 23:39
8 თებ. პსჟ (საფ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29
9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ)
ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1
D ჯგუფი
5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) – ჰამბურგი (გერ) 29:36
5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – ოლბორგი (დან) 25:23
8 თებ. ფლენზბურგი (გერ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25
ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი
1 ჯგუფი
8 თებ. ტიურინგერი (გერ) – მიდტიულანდი (დან) 26:24
9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ)
ვარდარი, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 0
2 ჯგუფი
7 თებ. ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 23:29
9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმ მერკატორი (სლნ)
დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი