08/02/14 ბარსელონას და სენ ჟერმენის მოგებები

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტებს შაბათს კიდევ ერთი გუნდი დაემატა – პარი სენ ჟერმენი. პარიზელებმა შინ დაამარცხეს სკოპიეს მეტალურგი – 32:29.

ფრანგულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელი მიქელ ჰანსენი (8), ხორვატები მარკო კოპლიარი (7) და იგორ ვორი (5), ხოლო ლუკ აბალო 1 გოლს დასჯერდა. ამავე ჯგუფში ბარსელონამ სტუმრად გაანადგურა შვეიცარიის თიუნი – 39:23. ბარსელონაც და სენ ჟერმენიც უკვე მერვედფინალში არიან და შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, ერთმანეთში ითამაშებენ. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ორი მაკედონიური კლუბი და მისკის დინამო იბრძოლებენ.

A ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა, ვინც შინ ქულა დააკარგვინა სლოვენიურ პივოვარნა ლაშკოს – 26:26. ოსიგურანიე ზაგრებმა შინ პრინციპული თამაში მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს – 33:27 და პლეიოფში გასასვლელ ბრძოლაში ჩაერთო.

D ჯგუფში გერმანიის ფლენზბურგმა პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც გადაუწურა შვედეთის ჰალმსტადს – 33:25, ხოლო ქალთა ტურნირზე გერმანიისვე ტიურინგერმა დანიის მიდტიულანდს მოუგო – 26:24. კვირას ტური დასრულდება.

ფოტო: მიქელ ჰანსენი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს)ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29

8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ)დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ)ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან)კილი (გერ)

კილი 12, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც)ბარსელონა (ესპ) 23:39

8 თებ. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ)დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ)ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ)ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ. ფლენზბურგი (გერ) დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ. ტიურინგერი (გერ) – მიდტიულანდი (დან) 26:24

9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ)

ვარდარი, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 0

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმ მერკატორი (სლნ)

დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

Leave a Reply