08/02/14 კიდევ ორი მერვედფინალისტი გაირკვა
პარასკევს ორი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში და გამოვლინდა კაცთა ტურნირის კიდევ ორი მერვედფინალისტი.
B ჯგუფში პლეიოფის ოთხივე მონაწილე გაირკვა. პოლონურმა კელცემ ახალი მწვრთნელის, ტალანტ დუშებაევის ხელმძღვანელობით პორტუში გაიმარჯვა 35:30, თვითონაც გაინაღდა მერვედფინალში გასვლა და მეორე პოლონურ კლუბს, ვისლასაც გაუხსნა გზა პლეიოფისკენ. ვისლა პორტუს ბოლო ორი ტურის 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორივე ურთიერთშეხვედრა მოგებული აქვს.
ქალთა ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო შარშანდელმა ფინალისტმა, ნორვეგიის ლარვიკმა. საკუთრ მოედანზე მათ ვერაფერი მოუხერხეს თასის მფლობელის, დიორი ეტოს ვარსკვლავებს – უნგრელ ანიტა გორბიცს (8 გოლი), ბრაზილიელ ედუარდა ამორიმს (5), ნორვეგიელ ჰაიდი ლოკეს (5) და მონტენეგროელ კატარინა ბულატოვიჩს (4). უნგრულმა კლუბმა 29:23 მოიგო და ჯგუფში დაწინაურდა.
შაბათს ლიგაში ქალთა ტურნირის 1 და კაცების 5 მატჩია. ტური კვირას დასრულდება.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
8 ტური. 5-9 იანვარი
A ჯგუფი
8 თებ, 16:00 სტ. პეტერბურგი (რუს) – ცელიე ლაშკო (სლნ)
8 თებ, 21:00. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)
9 თებ, 22:00. რეინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვესპრემი (უნგ)
ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0
B ჯგუფი
6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – დიუნკერკი (საფ) 32:25
7 თებ. პორტუ (პორ) – ტარგი კელცე (პოლ) 30:35
9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) – კილი (გერ)
კილი 12, კელცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2
C ჯგუფი
8 თებ, 19:30. ვაკერ თიუნი (შვც) – ბარსელონა (ესპ)
8 თებ, 21:00. პსჟ (საფ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ)
9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ)
ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1
D ჯგუფი
5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) – ჰამბურგი (გერ) 29:36
5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – ოლბორგი (დან) 25:23
8 თებ, 20:00. ფლენზბურგი (გერ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ)
ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი
1 ჯგუფი
8 თებ, 18:00. ტიურინგერი (გერ) – მიდტიულანდი (დან)
9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ)
ვარდარი, მიდტიულანდი 2 / სევეჰოფი, ტიურინგერი 0
2 ჯგუფი
7 თებ. ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 23:29
9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმ მერკატორი (სლნ)
დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0
ნახევარფინალში გადის 2 გუნდი