23/11/13 ჭანტურიას გუნდს კარგი შანსი აქვს
რევაზ ჭანტურიას მაკედონიურმა კლუბმა ზომიმაკ სტრუმიცამ ფედერაციის თასის მესამე წრის პირველი მატჩი 26:29 წააგო დანიურ ორჰუსთან.
ჭანტურიამ 2 გოლი გაიტანა. დანიელები უკმაყოფილონი დარჩნენ საბოლოო შედეგით, რადგანაც 27:20 იგებდნენ. საპასუხო თამაში 30 ნოემბერს გაიმართება მაკედონიაში. კვირას, ამავე ტურნირზე თამაშობს რუმინული სტიინტა ბაკაუ. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდი სტუმრად ეთამაშება შვედეთის კრისტიანსტადს.
დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მეორე წრე. თასის მფლობელი ჰამბურგი ხუთი მოგების შემდეგ დამარცხდა მეორე გერმანულ კლუბ ფლენზბურგთან – 24:27, თუმცა, 10 ქულით ჯგუფში პირველი ადგილზე დარჩა. ერთდერთი გუნდი, ვისაც ექვსივე თამაში მოგებული აქვს, არის უნგრული ვესპრემი. 11 ქულა აქვს ბარსელონას. კვირას გაიმართება ლიგის კიდევ 3 მატჩი.
ფოტო: ფლენზბურგი – ჰამბურგი
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
6 ტური. 20-24 ნოემბერი
A ჯგუფი
სტ. პეტერბურგი (რუს) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 18:24
ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – რეინ–ნეკარი (გერ) 24:28
ვესპრემი (უნგ) – ცელიე ლაშკო (სლნ) 27:26
ვესპრემი 12 ქულა, რეინ–ნეკარი 9, ზაპოროჟიე 7, ცელიე 4 / ზაგრები 4. სტ. პეტერბურგი 0
B ჯგუფი
კილი (გერ) – დიუნკერკი (საფ) 28:25
ვისლა პლოცკი (პოლ) – პორტუ (პორ) 28:22
24 ნოე, 20:00. ტარგი კილცე (პოლ) – კოლდინგი (დან)
კილი 10, კილცე, კოლდინგი 8, ვისლა 6 / პორტუ 2, დიუნკერკი 0
C ჯგუფი
ბარსელონა (ესპ) – დინამო მინსკი (ბლრ) 35:25
პსჟ (საფ) – ვაკერ თიუნი (შვც) 38:24
24 ნოე, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ)
ბარსელონა 11, პსჟ 7, ვარდარი, მეტალურგი 6, / დინამო 4, თიუნი 0
D ჯგუფი
ფლენზბურგი (გერ) – ჰამბურგი (გერ) 27:24
გორენიე ველენიე (სლნ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 33:28
24 ნოე, 18:00. ოლბორგი (დან) – დროტ ჰალმსტადი (შვდ)
ჰამბურგი 10, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 6, გორენიე 4 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი