24/11/13 გოგონათა ნაკრები უკრაინაში მიემგზავრება

საქართველოს თხუთმეტწლამდელ გოგონათა ნაკრები სამშაბათ დილას უკრაინაში მიემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე. გამგზავრების წინ, ორშაბათს, 16:00, გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს სპორტკომპლექს არენაში.

ნაკრები იცხოვრებს კიევის მახლობლად, ქალაქ ბროვარის სახელბურთო აკადემიაში. 15-წლამდელთა გუნდი უკვე წელიწადზე მეტია, ემზადება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წლის ზაფხულში გაიმართება თბილისში. 2015 წელს იგივე გუნდი ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც ჩაემება, ხოლო ერთი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ითამაშებს.

რამდენიმე თვეა, ნაკრებს ხელმძღვანელობს უკრაინელი მწვრთნელი მაია კარბუნარი, ხოლო მისი ასისტენტი გახლავთ ელისო ჟურულიშვილი. 2014 წელს ნაკრებს ძალიან დატვირთული სეზონი აქვს. გუნდი გაივლის ათამდე საწვრთნელ შეკრებას და ექნება რამდენიმე საერთაშორისო ტურნე, მათ შორის გიოტებორგში, შვედეთი, პარტილის თასზე, რაც ევროპის არაოფიციალურ ჩემპიონატს წარმოადგენს ამ ასაკის ბავშვებში,

უკრაინული ტურნესთვის შემადგენლობა უკვე ცნობილია. 14 ხელბურთელი 4 სხვადასხვა კლუბს წარმოადგენს.

საქართველოს გოგონათა ნაკრები (15წ)

თინათინ ყაველაშვილი (მეკარე, კორიდა, 165 სმ, 1998)

ქრისტინე ჯავახია (მეკარე, ფოთი, 168 სმ, 1998)

სოფი ნარიმანიძე (შუამარბი, მამული, 175 სმ, 1998)

ნინო გაბისონია (შუამარბი, მამული, 173, 1998)

ანა ყველაშვილი (შუამარბი, მამული, 1998)

თათია გადილია (შუამარბი, ფოთი, 165, 1998)

თამარ ჩოგოვაძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

მაია ბერიძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

მედეა ჩოხელი (ხაზი, პეგასი, 173, 1999)

თეონა ჯაღათაშვილი (ხაზი, მამული, 166, 1999)

ქრისტინე ღვალაძე (გარემარბი, მამული, 155, 1998)

ნინო სიხარულიძე (გარემარბი, ფოთი 1999, 160)

ქეთევან ვენეცკი (გარემარბი, პეგასი, 172, 1998)

თამარ გიორგაძე (გარემარბი, მამული, 167, 1998)

მთავარი მწვრთნელი: მაია კარბუნარი (უკრ)

მწვრთნელი: ელისო ჟურულიშვილი

Leave a Reply