24/11/13 ბაკაუ 15 ბურთით დამარცხდა

ორი ქართველი ხელბურთელის, შოთა თევზაძის და ვლადიმერ რუსიას კლუბი, რუმინული სტიინტა ბაკაუ ფედერაციის თასის მესამე წრის პირველ მატჩში 25:40 დამარცხდა შვედურ კრისტიანსტადთან.

რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ხოლო თევზაძე რუმინელთა კარს 30 წუთი იცავდა. საპასუხო მატჩი ბუქარესტში გაიმართება 30 ნოემბერს. ამავე დღეს მაკედონიის ზომიმაკ სტრუმიცა უმასპინძლებს დანიის ორჰუსს. რევაზ ჭანტურიას კლუბმა პირველი თამაში სტუმრად 26:29 წააგო.

დღეს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური. პოლონეთის კილცე სინ ერთი ბურთით დამარცხდა დანიის კოლდინგთან – 25:26, ოლბორგმა 37:23 დაამარცხა ჰალმსტადი, ხოლო მაკედონიურ დერბიში მეტალურგმა მოუგო ვარდარს 26:18.

ფოტო: ვლადიმერ რუსია

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

6 ტური. 20-24 ნოემბერი

B ჯგუფი

კილი (გერ) – დიუნკერკი (საფ) 28:25

ვისლა პლოცკი (პოლ) – პორტუ (პორ) 28:22

ტარგი კილცე (პოლ) – კოლდინგი (დან) 25:26

კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 2, დიუნკერკი 0

C ჯგუფი

ბარსელონა (ესპ) დინამო მინსკი (ბლრ) 35:25

პსჟ (საფ) – ვაკერ თიუნი (შვც) 38:24

ვარდარ სკოპიე (მკდ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 18:26

ბარსელონა 11, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0

D ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ) – ჰამბურგი (გერ) 27:24

გორენიე ველენიე (სლნ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 33:28

ოლბორგი (დან) – დროტ ჰალმსტადი (შვდ) 37:23

ჰამბურგი 10, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 4 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

A ჯგუფი

სტ. პეტერბურგი (რუს) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 18:24

ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – რეინნეკარი (გერ) 24:28

ვესპრემი (უნგ) – ცელიე ლაშკო (სლნ) 27:26

ვესპრემი 12 ქულა, რეინნეკარი 9, ზაპოროჟიე 7, ცელიე 4 / ზაგრები 4. სტ. პეტერბურგი 0

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

Leave a Reply