25/11/13 უკრაინაში, საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს თხუთმეტწლამდელ გოგონათა ნაკრები სამშაბათ დილას უკრაინაში მიფრინავს საერთაშორისო ტურნირზე. გამგზავრების წინ გუნდმა ღია ვარჯიში გამართა სპორტკომპლექს არენაში.

ნაკრები უკრაინაში ერთი კვირას დაჰყოფს. პირველ დღეს, კიევში, გოგონები დაესწრებიან ქალთა ტურნირს კიევში, ცნობილი მწვრთნელის, იგორ ტურჩინის პრიზზე, ხოლო შემდეგ გადავლენ კიევის მახლობლად, ქალაქ ბროვარის სახელბურთო აკადემიაში, სადაც გაიმართება საერთაშორისო ტურნირი – საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის ნაკრებების მონაწილეობით. მეოთხე გუნდი იქნება უკრაინის მთავარი სახელბურთო ცენტრის, ზაპოროჟიეს ნაკრები. თამაშების გარდა, ქართველი გოგონები გამართავენ ერთობლივ ვარჯიშებს მასპინძლებთან.

15-წლამდელთა გუნდი ემზადება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წლის ზაფხულში გაიმართება თბილისში, ამავე წლიდან კი ჩაებმება ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ნაკრებს ხელმძღვანელობს უკრაინელი მწვრთნელი მაია კარბუნარი, ხოლო მისი ასისტენტი გახლავთ ელისო ჟურულიშვილი.

საქართველოს გოგონათა ნაკრები (15წ)

12. თინათინ ყაველაშვილი (მეკარე, პეგასი, 165 სმ, 1998)

16. ქრისტინე ჯავახია (მეკარე, ფოთი, 168 სმ, 1998)

9. სოფი ნარიმანიძე (შუამარბი, მამული, 175 სმ, 1998)

13. ნინო გაბისონია (შუამარბი, მამული, 173, 1998)

3. ანა ყველაშვილი (შუამარბი, მამული, 163, 1998)

11. თათია გადელია (შუამარბი, ფოთი, 165, 1998)

2. თამარ ჩოგოვაძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

5. მაია ბერიძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

17. მედეა ჩოხელი (ხაზი, პეგასი, 173, 1999)

7. თეონა ჯაღათაშვილი (ხაზი, მამული, 166, 1999)

6. ქრისტინე ღვალაძე (გარემარბი, მამული, 155, 1998)

8. ნინო სიხარულიძე (გარემარბი, ფოთი, 160, 1999, 160)

18. ქეთევან ვენეცკი (გარემარბი, პეგასი, 172, 1998)

10. თამარ გიორგაძე (გარემარბი, მამული, 167, 1998)

 

მთავარი მწვრთნელი: მაია კარბუნარი (უკრ)

მწვრთნელი: ელისო ჟურულიშვილი

 

Leave a Reply