26/11/13 თვრამეტწლამდელთა ნაკრები ერევანში მიემგზავრება

ერევანში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება საქართველოს თვრამეტწლამდელ ვაჟთა ნაკრები. სომხეთის პრემიერ მინისტრის თასზე გუნდის მეტოქეები იქნებიან რუსეთი, უკრაინა და სომხეთი.

ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ემზადება ევროპის 2014 წლის 18წ ჩემპიონატისთვის. შესარჩევი ტურნირი გუნდს 10-12 იანვარს აქვს ხორვატიაში – ხორვატიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის გუნდების წინააღმდეგ. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

ერევანში ქართველი ჭაბუკები ჯერ უკრაინელებს ეთამაშებიან, შემდეგ მასპინძლებს და ბოლო დღეს – რუსეთს. სომხეთის თვრამეტწლამდელთა გუნდი ამასწინათ სტუმრობდა თბილისში და 11:39 წააგო ქართველ თანატოლებთან.

2014 წელს შესარჩევი ტურნირი უწევს საქართველოს ახალგაზრდულ, 20წ ნაკრებსაც (მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე). ეს გუნდი 4-6 აპრილს ითამაშებს ესპანეთში, მასპინძლების, ნორვეგიისა და მონტენეგროს წინააღმდეგ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ამ ჯგუფიდანაც 2 გუნდი გადის.

2015 წელს ორივე ეს ნაკრები უკვე მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას ითამაშებს 19წ და 21წ ასაკობრივ კატეგორიებში.

 

საქართველოს 18წ ნაკრები სომხეთში

1. ირაკლი ხიდეშელი (მეკარე, სტუ, 188 სმ, 1996)

12. ზურაბ ცინცაძე (მეკარე, პეგასი, 178 სმ, 1996)

8. თეიმურაზ ორჯონიკიძე (შუამარბი, სტუ, 195 სმ, 1996)

6. ალექსანდრე ცხვარაშვილი (შუამარბი, პეგასი, 180, 1996)

10. გივი გიორგაძე (შუამარბი, იმედი, 190, 1996)

4. მიხეილ ნაზღაიძე (შუამარბი, პეგასი, 182, 1998)

5. ამირან აბჟანდაძე (გამთამაშებელი, პეგასი, 185, 1996)

21. ვლადიმერ ბაძაღუა (გამთამაშებელი, პეგასი, 173, 1996)

9. ჯაბა ხაჟომია (ხაზი, სამტრედია, 182, 1996)

13. გაგა დემეტრაშვილი (ხაზი, პეგასი, 187, 1996)

14. გიგა კოხრეიძე (ხაზი, პეგასი, 187, 1996)

3. ირაკლი გოგოლაძე (გარემარბი, სტუ, 177, 1996)

18. გიორგი დიხამინჯია (გარემარბი, პეგასი, 172, 1997)

7. კირილე ცუხიშვილი (გარემარბი, პეგასი, 182, 1996)

 

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

ოფიციალური პირი: ვახტანგ ბერიაშვილი


სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი ერევანში, 18წ

28 ნოემბერი, 14:00 უკრაინა – საქართველო, 16:00 სომხეთი – რუსეთი

29 ნოემბერი, 14:00 რუსეთი – უკრაინა, 16:00 სომხეთი – საქართველო

30 ნოემბერი, 12:00 საქართველო – რუსეთი, 14:00 სომხეთი – უკრაინა


ევროპის 18წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხორვატიაში

10 იანვარი, საქართველო – ჰოლანდია

11 იანვარი, საქართველო – ხორვატია

12 იანვარი, საქართველო – მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

 

Leave a Reply