26/10/13 ეროვნული ნაკრები კიევშია
საქართველოს ეროვნული ნაკრები კიევში ჩაფრინდა. თბილისიდან ორსაათნახევრიანი ფრენისა და ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის დედაქალაქის ცენტრამდე ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი სასტუმროში დაბინავდა.
ნაკრები 12:30 (თბილისის დროით 13:30) ისადილებს, ხუთის ნახევრიდან ხელბურთელები ერთი საათის განმავლობაში მსუბუქად ივარჯიშებენ. გუნდს კიევში შეუერთდება ორი წევრი, რეზო ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი.
ხვალ და ზეგ უკრაინის ეროვნული ნაკრების კონჩა ზასპეს ბაზაზე, ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.
29 ოქტომბერს ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას უშუალოდ შეხვედრის ადგილზე, ქალაქ პანევიჟისში განაგრძობს.
ლიტვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება. დასაწყისი 20:45 (თბილისის დროით).
გიორგი გულბანი, სპეციალური კორესპონდენტი, კიევიდან
საქართველოს ნაკრები
22 შოთა თევზაძე
სტიინტა ბაკაუ (რუმ)
გუნდის კაპიტანი, მეკარე
1981
16 გიგა ტორონჯაძე
სტუ
მეკარე
1989
5 გიორგი გვაზავა
სტუ
ხაზის მოთამაშე, შუამარბი
1978
28 ლევან ბერძენიშვილი
სტუ
ხაზის მოთამაშე, შუამარბი
1986
24 რატი მსხვილიძე
სტუ
შუამარბი, ხაზის მოთამაშე
1988
77 აკაკი ტალახაძე
უგუნდო
გამთამაშებელი
1983
7 უჩა გამზარდია
ბათუმი
გამთამაშებელი
1990
9 სერგო დათუკაშვილი
ას სადი (ლიბ)
შუამარბი, გამთამაშებელი
1978
14 ირაკლი ჩიქოვანი
ტიმიშოარა (რუმ)
შუამარბი
1989
10 ვლადიმერ რუსია
სტიინტა ბაკაუ (რუმ)
შუამარბი
1984
23 რეზო ჭანტურია
სტრუმიცა (მკდ)
გარემარბი
1982
15 ოთარ ამირანაშვილი
სტუ
გარემარბი
1987
31 ილია გოგალაძე
სტუ
გარემარბი
1986
8 ზურაბ აბრამიშვილი
სტუ
გარემარბი
1994
მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)
მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე
ექიმი ირაკლი ლინიკი
ოფიციალური პირები: ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი
1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი
30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი
3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო
2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია
3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი
4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია
5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი
ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს. ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.
3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.