EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

24/10/13 დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის

პარასკევს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიემგზავრება ქართული დელეგაცია.

კონგრესზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის მთავარი საკითხია 27 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები, რომელმაც უნდა დაასახელოს 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. კანდიდატი ორია – საქართველო და ხორვატია. ხორვატიას შეტანილი აქვს განაცხადი მეორე, 21-წლამდელთა ანალოგიური ტურნირის მასპინძლობაზეც.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კონგრესს წარუდგინა ოთხი ქალაქის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ტურნირი უნდა გაიმართოს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. კონცეფციის იდეაა ხელბურთის განვითარება და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაგეგმილია სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილი) ქუთაისში (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი), რასაც მხარს უჭერს საქარველოს მთავრობა.

დოჰაში საქართველოს წარადგენენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების შეფები – დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი. საქართველოს განაცხადს წარადგენს ქეთევან კობერიძე.

ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2005 წლიდან იმართება. დღემდე ჩატარდა 5 ტურნირი ყატარში, ბაჰრეინში, ტუნისში, არგენტინასა და უნგრეთში. მონაწილეობს 24 გუნდი. შეჯიბრება 2017 წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.

საქართველოს განაცხადის ვიდეოპრეზენტაცია:

https://www.facebook.com/photo.php?v=373372056129570&set=vb.153041141495997&type=2&theater

 

Leave a Reply