ტიტე კალანდაძე: “ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება”
ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) ვებ-გვერდი საქართველოს და შვედეთის დაპირისპირებას ეხმაურება და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის კომენტარსაც იშვეილიებს, რაც ვფიქრობთ, ხელბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.
ისევე როგორც ორი წლის წინ მანაჰაიმში, მასპინძელ შვედეთსა და საქართველოს შორის მატჩის ბედი წინდაწინვე გადაწყვეტილი იყო. მიუხედავად საქართველოს მებრძოლი სულისა და თავდაჯერებული დასაწყისისა, შვედეთი თამაშს აკონტროლებდა, თანმიმდევრობით ზრდიდა უპირატესობას და შედეგად, დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა ანგარიშით 38-29.
შვედეთი გზას აგრძელებს, საქართველო ბრწყინავს
საქართველოს მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დებიუტის შემდეგ, თვალშისაცემია პროგრესი. ერთი ეგ არის, შვედეთის დონეზე ჯერ არ არის გუნდი. ორი წლის წინ შვედებმა 42-26 მოიგეს. მაშინ, პირველ ნახევარში მეტოქემ 23 ბურთი გაიტანა, ქართველებმა კი ეს ცხრაჯერ შეძლეს. ამჯერად ანგარიშში სხვაობა ნაკლები იყო.
შვედებმა მეორე ტაიმში რიტმი შეინარჩუნეს და 60 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები იყვნენ, რასაც ხელს უწყობდა ეფექტური ცვლილებები. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა განვითარება. შვედეთთან პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეტოქესთან ახლო ანგარიშს ინარჩუნებდა. აშკარაა, ევროდებიუტის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში პროგრესი შესამჩნევია.
ტიტე კალანდაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, დღევანდელი მატჩში არ გვქონდა ის საბრძოლო სულისკვეთება. ასე იმიტომ მოხდა, რომ ცოტა უფრო დაღლილები ვიყავით. გვინდოდა, რომ ჩვენი მებრძოლი სული გვეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ეს 100 პროცენტით ვერ ვაჩვენეთ.
შვედებს ჰყავთ ორი დიდებული მეკარე, რომლებსაც ვერ მოვუძებნეთ გასაღები. მათ წინააღმდეგ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. დღეს საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით არ წარმოგვიჩენია.“