31/03/14 ლიოვენი ბოლო მეოთხედფინალისტია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მერვე მეოთხედფინალისტი გახდა რაინ-ნეკარ ლიოვენი. გერმანელებმა 27:23 დაამარცხეს ლიგის ოთხთა ფინალის შარშანდელი მონაწილე, პოლონური ტარგი კელცე.
პირველი თამაში კელცემ 32:28 მოიგო, ორი თამაშის ჯამში ანგარიში 55:55 გახდა, გერმანელებმა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. მოგებაში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ლიოვენის დანიელმა მეკარემ, ნიკლას ლანდინმა, რომელმაც 17 ბურთი მოიგერია.
ამგვარად, მეოთხედფინალში გავიდა 3 გერმანული, ორი მაკედონიური, თითოც ფრანგული, უნგრული და ესპანური კლუბი. წილისყრა 1 აპრილს გაიმართება.
ფოტო: ლიოვენი-კელცე. მეკარე ნიკლას ლანდინი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალი
31 მარტი
ლიოვენი (გერ) – კელცე (პოლ) 27:23 (28:32)
30 მარტი
კოლდინგი (დან) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 26:30 (17:23)
პსჟ (საფ) – ველენიე (სლნ) 34:25 (28:30)
კილი (გერ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 40:28 (31:28)
ჰამბურგი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 29:30 (28:28)
29 მარტი
ვესპრემი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31:26 (33:34)
ფლენზბურგი (გერ) – ცელიე (სლნ) 30:27 (25:26)
ბარსელონა (ესპ) – ოლბორგი (დან) 31:20 (29:22)