30/05/15 ფინალში ბარსელონა და ვესპრემი არიან

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, კვირას ითამაშებენ ბარსელონა და ვესპრემი. ნახევარფინალში ბარსამ მოუგო პოლონეთის კელცეს – 33-27, ხოლო ვესპრემმა – გერმანიის კილს – 31-27.

ესპანელები მეცხრე ტიტულისთვის იბრძოლებენ, უნგრელები – პირველისთვის, ხოლო ვესპრემის მწვრთნელს, ანტონიო ორტეგას მოთამაშეობისას ექვსჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული ბარსელონას შემადგენლობაში.

დადასტურდა, რომ მარტო ვარსკვლავურ შემადგენლობით ტიტულს ვერ მოიგებ. კილს გუნდში 5 მოწინავე ევროპული ნაკრების გამთამაშებელი ჰყავს, მაგრამ გაუგებარია, როგორ უნდა გადაანაწილო მათ შორის სათამაშო დრო ისე, რომ თავის გამოჩენა ყველამ შეძლოს – მიუხედავად იმისა, რომ ლაუგე გარემარბად თამაშობს, ხოლო კანელასი, იხა, პალმარსონი და დუვნიაკი გამთამაშებლის გარდა, მარცხენა ინსაიდის პოზიციასაც ავსებენ.

ამ ხუთეულიდან თავი მხოლოდ პალმარსონმა გამოიჩინა თავი 9 გოლით. სწორედ მისი და მეკარე პალიჩკას კარგი თამაშის წყალობით დაწინაურდა გერმანიის ჩემპიონი 3 ბურთით – 6-3. ვესპრემს უჭირდა 3-2-1 დაცვის გადალახვა, მაგრამ ნელნელა ბურთების მოგერიება დაიწყო ხორვატმა მეკარემ მირკო ალილოვიჩმა (საბოლოოდ, 14 სეივით ის თამაშის ერთ-ერთი გმირი გახდა), ლიგის ბომბარდირმა, მომირ ილიჩმაც გაიტანა და ტაიმი 13-13 მორჩა.

მეორე ტაიმი ვესპრემის სამი სწრაფი გარღვევით დაიწყო, მთელი ძალით ამუშავდა უნგრელების ვეტერანი ლასლო ნადი, ხოლო გარემარბმა გერგი ივანჩიკმა კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა. 27-21, ვესპრემი თითქმის ფინალშია, მაგრამ კილი სხვაობას ამცირებს, 25-27 და სათამაშო მთელი 10 წუთია!

გადამწყვეტი გამოდგა ეს მომენტი: ფილიპ იხა მეკარესთან პირისპირ გადის და თუ გაიტანა, ანგარიში 27-29 გახდება და მთელი სამი წუთი იქნება დარჩენილი სირენამდე. მაგრამ, მირკო ალილოვიჩმა სასწაულებრივი რეაგირება მოახდინა 4-5 მეტრიდან, დაბალ კუთხეში დარტყმულზე და ბურთი ხელით მოიგერია, რის შემდეგაც მატე ლეკაიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა – 31-27.

ჯამში, 5 ჩამოთვლილი ვარსკვლავის ნაცვლად, კილს, ჯობდა ერთი, ნიკოლა კარაბატიჩი ჰყოლოდა. ნიკოლამ და ბოსნიელ-ყატარელმა მეკარემ, დანიელ სარიჩმა დაამარცხეს კელცე. ბარსა პირველ ტაიმში 2-3 ბურთით წინ იყო, მაგრა შესვენების შემდეგ პოლონელები ჩაეჭიდნენ მეტოქეს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 26-26 იყო, მაგრამ ბოლო 10 წუთი კატალონიის გრანდმა 7-1 მოიგო – 33-27.

ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი.

30 მაისი, კიოლნი, ლანქსეს არენა – 20 000

ბარსელონა (ესპ) – კელცე (პოლ) 33-27

ბარ: პერესი, სარიჩი – კარაბატიჩი 8, ლაზაროვი 7, სიგურდსონი 5, ნოდესბო 4, ტომასი 3, ენტრერიოსი 2, სარმიენტო 2, სორენდო 2, მოროსი, რუტენკა, გურბინდო

კელ: შმალი, მუსა 1 – ბელეცკი 7, აგინაგალდე 3, ჩუპიჩი 3, ბუნტიჩი 2, ლიევსკი 2, რაიხმანი 2, შტრლეკი 2, ტკაჩუკი 2, იურეცკი 1, ხრაპკოვსკი 1, იახლევსკი 1, როსინსკი 1, ზორმანი

http://www.laola1.tv/en-int/video/condensed-fc-barcelona-vs-ks-vive-tauron-kielce/342975.html

კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 27-31

კილ: პალიჩკა – პალმარსონი 9, კანელასი 5, დამკე 3, შპრენგერი 3, იხა 2, რ. ტოფტი 2, ვუინი 2, ვაინჰოლდი 1, დუვნიაკი, ეკბერგი, ლაუგე, ვინჩეკი, ლუნდსტრიომი

ვეს: მიკლერი, ალილოვიჩი – ილიჩი 8, ივანჩიკი 7, ნადი 7, სულიჩი 4, ლეკაი 2, ნილსონი 2, ცაიცი 1, მარგუჩი, ტერზიჩი, გუიაში, როდრიგესი, უგალდე, შუხი

http://www.laola1.tv/en-int/video/condensed-thw-kiel-vs-mkb-mvm-veszpr-m/343053.html

ფინალი, 31 მაისი

20:00 ბარსელონა – ვესპრემი

http://www.laola1.tv/en-int/live/fc-barcelona-mkb-mvm-veszprem/325750.html

17:15 მესამე ადგილისთვის. კელცე – კილი

http://www.laola1.tv/en-int/live/ks-vive-tauron-kielce-thw-kiel/325747.html

Leave a Reply