31/05/15 ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა ბარსელონა, ვინც ფინალში 28-23 დაამარცხა უნგრეთის ვესპრემი. კატალონიელებმა ჩემპიონთა თასი მეცხრედ მოიგეს აქედან რვაჯერ – ჩემპიონთა ლიგის ფორმატით.

ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშე გახდა ნიკოლა კარაბატიჩი ვინც ამ მომენტისთვის ყველა მთავარი ტიტულის მფლობელია – არის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და ლიგის გამარჯვებულიც. ნიკოლამ ლიგა მესამედ მოიგო – 2003 წელს მონპელიესთან ერთად გაიმარჯვა, ხოლო 2007 წელს – კილთან. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ვესპრემის სერბი შუამარბი მომირ ილიჩი გახდა 114 გოლით.

ფინალში ვესპრემი მხოლოდ ორჯერ დაწინაურდა საწყის წუთებში (1-0, 2-1), მერე კი წინ ბარსელონა გავიდა. 25-ე წუთზე სხვაობა სულ 1 ბურთი იყო (10-9), მაგრამ ბარსამ ტაიმი 14-10 მოიგო. მეორეში უმცირესი სხვაობა 43-ე წუთზე დაფიქსირდა (19-17), როდესაც ბარსელონამ 7 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ტრავმის გამო მოედანი უნგრული კლუბის ესპანელმა გამთამაშებელმა ჩემა როდრიგესმა დატოვა, ბარსამ კი სწრაფად გარდატეხა თამაში – 54-ე წუთზე ანგარიში 25-19 იყო და გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს აღარ იწვევდა.

ვესპრემს ძალიან გაუჭირდა მეტოქის ძალიან აქტიური 6-0 დაცვის წინააღმდეგ თამაში და მათ შორის მხოლოდ ლიდერი, ლასლო ნადი გამოირჩა – ბარსელონას შემადგენლობაში ლიგის ორგზის ჩემპიონმა ყოფილ კლუბს 8 გოლი გაიტანა, ხოლო ბარსაში 6-6 გოლი ჰქონდათ კარაბატიჩსა და გუდიონ სიგურდსენს, ვინც, როგორც იქნა, მეხუთე ცდის შემდეგ მიიპოვა თასი.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები

ფინალი. კიოლნი, ლანქსეს არენა (20 000)

ბარსელონა (ესპ) – ვესპრემი (უნგ) 28-23

ბარ: პერესი, სარიჩი – კარაბატიჩი 6, სიგურდსონი 6, ტომასი 5, ენტრერიოსი 4, ნოდესბო 3, გურბინდო 3, სარმიენტო 1, მოროსი, ლაზაროვი, რუტენკა, სორენდო, არინო, ჟალუზი, მარკესი – მწვ. ხავი პასკუალი

ვეს: მიკლერი, ალილოვიჩი – ნადი 8, ილიჩი 5, გუიაში 2, მარგუჩი 2, ნილსონი 2, სულიჩი 2, ივანჩიკი 1, ლეკაი 1, ცაიცი, ტერზიჩი, როდრიგესი, უგალდე, ჯამალი, შუხი

მესამე ადგილისთვის

კელცე (პოლ) – კილი (გერ) 28-26

ფინალური ოთხეულის მიმოხილვა

http://www.laola1.tv/en-int/video/rewind-velux-ehf-final4-2015/341626.html

ფინალი. მთელი მატჩი

http://www.laola1.tv/en-int/video/full-match-fc-barcelona-mkb-mvm-veszprem/340925.html

 

Leave a Reply