29/11/13 გოგონათა ნაკრები უკრაინის ტურნირზე
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ბროვარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს ზაპოროჟიეს გუნდთან წააგო – 15:26.
მეორე მატჩში უკრაინამ დაამარცხა ბელარუსი – 23:17. ქართველმა გოგონები პირველი ტაიმის შემდეგ 7:11 აგებდნენ, მეორეში კი უფრო ჩამორჩნენ. ტურნირზე საქართველი და ბელარუსი 1998-99 წლებში დაბადებულებით თამაშობენ, უკრაინაში კი შინაური ტურნირები 1997-98 წლებში დაბადებულთა შორის ტარდება და მასპინძელთა ორივე გუნდი სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიისაა.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები 19:27 დამარცხდა ბელარუსთან, წინადღით კი ამხანაგური მატჩი 29:23 მოუგო ბროვარის სახელბურთო სკოლის გუნდს.
ტურნირი ხვალ დასრულდება უკრაინა – საქართველოს და ბელარუს-ზაპოროჟიეს თამაშებით. ქართველ გოგონებს კიდევ ორი ამხანაგური თამაში აქვთ დაგეგმილი – შაბათ საღამოს ბელარუსთან და კვირას – უკრაინასთან.
საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. 29 ნოემბერი, ბროვარი, მეორე დღე
საქართველო (15წ) – ზაპოროჟიე (16წ) 15:26
საქართველო: ყაველაშვილი, ჯავახია – გადელია 6, ბერიძე 4, ჯაღათაშვილი 2, ჩოხელი 2, ნარიმანიძე 1, გიორგაძე, გაბისონია, ღვალაძე, სიხარულიძე, ჩოგოვაძე, ყველაშვილი, ვენეცკი (მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი)
უკრაინა – ბელარუსი 23:17
უკრაინა 4 ქულა, ზაპოროჟიე 2, ბელარუსი 2, საქართველო 0
ხვალ: უკრაინა – საქართველო, ბელარუსი – ზაპოროჟიე