29/11/13 თავსატეხი ბოლო ტურის წინ

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, აღმოსავლეთის ჯგუფში, ბოლო მატჩის წინ უიშვიათესი სიტუაცია წარმოიშვა.

მეორე ეტაპზე გამსვლელი 3 გუნდის ვინაობა უკვე გარკვეულია, მაგრამ თელავში უნდა გამოვლინდეს აღმოსავლეთი საქართლოს ჩემპიონიც, პირველობის შანსი კი 3 გუნდს აქვს.

დღეს აქამდე წაუგებლად მოთამაშე თელავის გუნდი 24:29 დამარცხდა გორთან და ყველაფერი ხვალინდელ, თელავ-ყვარლის თამაშში გაირკვევა.

თუ თელავმა მოიგო, ან ფრედ ითამაშა, მაშინ ქულებით გაუსწრებს ორივე გუნდს და ჩემპიონი გახდება, მეორე ადგილზე გავა გორი, მესამეზე ყვარელი.

თელავი ჩემპიონია 1 ან 2 ბურთი წაგების შემთხვევაშიც, ოღონდ უკვე სამ გუნდს შორის ბურთების სხვაობით. გორი მეორე იქნება, ყვარელი – მესამე.

თუ ყვარელმა მოიგო 3 ან 4 ბურთით, მაშინ ჩემპიონია გორი, მეორეზეა თელავი, მესამეზე ყვარელი.

თუ ყვარელმა მოიგო 5 ბურთით, მაშინ ჩემპიონი გორია, მეორე ადგილზე ყვარელი იქნება, მესამეზე – თელავი.

ხოლო თუ ყვარელმა 6 ან მეტი ბურთით გაიმარჯვა, მაშინ თავად გახდება აღმოსავლეთის ჩემპიონი, მეორეზე გორი გავა და მესამეზე თელავი.

გადამწყვეტი თამაში ხვალ 13 საათზე დაიწყება. ვიდეო-სტრიმინგი მოეწყობა ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდით და პარტნიორი საიტის, myvideo.ge მეშვეობით:

http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . აღმოსავლეთი . მეორე წრე, თელავი

28 ნოემბერი. გორი – რუსთავი 30:17, 29 ნოემბერი. ახაშენი – რუსთავი 9:26, რუსთავი – ყვარელი 23:33, ახაშენი – გორი 2:16

თელავი – გორი 24:29

თელავი: ლილუაშვილი – დანილაშვილი 12, კაიშაური 5, ბაჩიაშვილი 3, ყორიაული 2, გიგაური 1, ჯაშიაშვილი 1

გორი: ვათიაშვილი – მურადაშვილი 8, მჭედლიშვილი 7 , ტარუაშვილი 7, ნიაზაშვილი 4, ქესანაშვილი 3, ტიელიძე

მდგომარეობა : თელავი 16 ქულა (9 თამაშიდან, +4), გორი 16 (10, +1), ყვარელი 14 (9, -5) / რუსთავი 8 (10) / ახაშენი 2 (10), ლაგოდეხი 2 (10)

მატჩები სამ გუნდს შორის: თელავი – გორი 29:26, 24:29, გორი – ყვარელი 28:27, 22:24, თელავი – ყვარელი 31:25

30 ნოემბერი. 13:00 ყვარელი – თელავი

დასავლეთი. მეორე ტური 4-6 დეკემბერს სენაკში

ფოთი 10 ქულა, სამტრედია 8, ზუგდიდი 6 / წყალტუბო 4 / ქუთაისი 2, ბათუმი 0

თბილისი. მეორე ტური – 9-13 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

Leave a Reply