29/11/13 საქართველო და რუსეთი სომხეთის პრემიერ მინისტრის თასისთვის

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასის ბოლო ტურში გამარჯვებულის ვინაობას რუსეთ-საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მატჩი გამოავლენს.

შეჯიბრების მეორე დღეს ორივე გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა – რუსებმა დაამარცხეს უკრაინა – 43:16, ხოლო ქართველმა თვრამეტწლამდელებმა – სომხეთის ნაკრები 32:21.

პირველ ტურში საქართველომ მოუგო უკრაინას (33:28), ხოლო რუსეთმა – სომხეთს (45:13).

ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ემზადება ევროპის 2014 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის. შესარჩევი ტურნირი გუნდს 10-12 იანვარს აქვს ხორვატიაში – ხორვატიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის გუნდების წინააღმდეგ. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი (18წ). ერევანი

29 ნოემბერი, მეორე ტური

საქართველო – სომხეთი 32:21

საქართველო: ცინცაძე, ხიდეშელი – აბჟანდაძე 9, ორჯონიკიძე 7, დემეტრაშვილი 6, ბაძაღუა 5, დიხამინჯია 3, კოხრეიძე 2, გოგოლაძე, გიორგაძე, ცუხიშვილი, ნაზღაიძე, ხაჟომია, ცხვარაშვილი,

რუსეთი – უკრაინა 43:16

30 ნოემბერი, 12:00 საქართველო – რუსეთი, 14:00 სომხეთი – უკრაინა

Leave a Reply