29/11/13 სამი მერვედფინალისტი ოფიციალურად გამოვლინდა

სამი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაზე. სატურნირო სიტუაცია ნელ-ნელა ცხადდება.

მერვედფინალის საგზური პირველმა, 6 ტურის შემდეგ, მოიპოვა უნგრუმა ვესპრემმა. მეშვიდე ტურის პირველივე მატჩის შემდეგ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა მოქმედმა ჩემპიონმა, ჰამბურგმა, ვინც შინ იოლად დაამარცხა ესპანური ლა რიოხა – 34:27.

გუშინდელ ერთადერთ თამაშში გერმანულმა რეინ-ნეკარ ლიოვენმა სტუმრად მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს – 32:26 და მესამე მერვედფინალისტი გახდა ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე. გერმანელთა მეკარემ ნიკლას ლანდინმა 20 ბურთი მოიგერია.

ტურის დანარჩენი 9 მატჩი შაბათ-კვირას გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მერვედფინალის საგზურს უკვე ოფიციალურად გაინაღდებენ გერმანული კილი, დანიის კოლდინგი და ბარსელონა.

მეშვიდე ტურის შემდეგ თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება. დეკემბერ-იანვარი უკვე სანაკრებო თვეებია. 6-22 დეკემბერს სერბეთში იმართება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო იანვარში, დანიაში კაცები ევროპის ჩემპიონს გამოავლენენ.

იანვარში მსოფლიო ჩემპიონატის 4 საკვალიფიკაციო მატჩი აქვს საქართველოს ეროვნულ გუნდსაც.

ფოტო: ჰამბურგი – ლა რიოხა

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

30 ნოე, 21:15 ვესპრემი (უნგ) სტ. პეტერბურგი (რუს)

30 ნოე, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)

ვესპრემი 12 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 4 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ)გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ)ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

1 დეკ, 19:00 ოლბორგი (დან) ფლენზბურგი (გერ)

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

B ჯგუფი

30 ნოე, 20:00 პორტუ (პორ)კოლდინგი (დან)

30 ნოე, 21:00 დიუნკერკი (საფ) ტარგი კილცე (პოლ)

1 დეკ, 17:30 კილი (გერ) ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 2, დიუნკერკი 0

C ჯგუფი

30 ნოე, 19:15 ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ)

1 დეკ, 18:00 დინამო მინსკი (ბლრ) პსჟ (საფ)

1 დეკ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 11, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

Leave a Reply