29/09/14 ჩემპიონმა და ფინალისტმა წაგებით დაიწყეს
სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დამარცხდნენ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ფლენზბურგი და ფინალისტი კილი.
ორივე გერმანული კლუბი სტუმრად თამაშობდა. ფლენზბურგი 21:35 განადგურდა კოპენჰაგენში, კოლდინგთან, ხოლო კილმა ზაგრებში პირველ ტაიმი 13:9 მოუგო ადგილობრივ კლუბს, მაგრამ მეორეში უპირატესობა ვერ შეინარუჩნა – 25:27.
2014 წლის ოთხთა ფინალის დანარჩენმა ორმა მონაწილემ მოიგო. უნგრეთის ვესპრემმა სტუმრად 37:32 დაამარცხა რუსეთის ჩეხოვსკიე მედვედი, ბარსელონამ კი 38:28 აჯობა შვედეთის ალინგსასს, ხოლო კატალონიელთა დანიელმა პივოტმა, იესპერ ნოდესბომ 9 გოლი გაიტანა.
მეორე ტურის მატჩები ამ კვირაში, ხუთშაბათიდან დაიწყება. 2014 წელს გაიმართება ჯგუფური ეტაპის 8 ტური, თებერვალში – დანარჩენი 2, ხოლო გაზაფხულიდან შეჯიბრება პლეიოფით განახლდება. მერვედფინალში თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის.
ჩემპიონთა ლიგა. 2014-15. კაცები. ჯგუფური ტურნირი, 1 ტური
25, 27, 28 სექტემბერი
A ჯგუფი
ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 39:31
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – პსჟ (საფ) 22:27
ზაგრები (ხორ) – კილი (გერ) 27:25
B ჯგუფი
ვისლა პლოცკი (პოლ) – ბეშიქთაში (თურ) 28:19
კოლდინგი (დან) – ფლენზბურგი (გერ) 35:21
ალინგსასი (შვდ) – ბარსელონა (ესპ) 28:38
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ვესპრემი (უნგ) 32:37
ცელიე (სლნ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 26:27
ლიოვენი (გერ) – მონპელიე (საფ) 35:24
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც) – კელცე (პოლ) 28:33
დიუნკერკი (საფ) – ოლბორგი (დან) 21:26
პიგ სეგედი (უნგ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 27:26
ფოტო: კოლდინგი – ფლენზბურგი. 5 – კიმ ანდერსონი