28/09/14 ხელბურთის სეზონს ჭაბუკები ხსნიან

2014-15 წლების სახელბურთო სეზონი ორშაბათს, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის აკადემიაში იხსნება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების ჩემპიონატით.

გლდანში თბილისისა და აღმოსავლეთის 5-5 გუნდი პირველ წრეს ჩაატარებს, ხოლო ამის შემდეგ საქმეში დასავლეთის ხუთეული ჩაერთვება. ფორმატი უცვლელიასამი ლიგა ორწრიან ტურნირში აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ჩემპიონებს გამოავლენს, 10 საუკეთესო გუნდი კი (3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი) გაზაფხულზე ერთწრიან ტურნირს გამართავს. აქ გამოვლენილი საუკეთესო ექვსეული საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ყველა ეტაპზე ქულების ათვლა ნულიდან იწყება.

შარშანდელთან შედარებით, მონაწილეთა შორის ცვლილებებია. აღმოსავლეთში გაერთიანდა კახეთის ორი მთავარი სახელბურთო ცენტრისთელავისა და ყვარლის გუნდები. წლეულს არ თამაშობს ახაშნის ვაზი, ხოლო ქარელის გუნდი თბილისის ზონიდან აღმოსავლეთში გადავიდა. თბილისის ლიგას დედაქალაქის ხუთი ტრადიციული კერის გუნდი შეადგენს, ხოლო დასავლეთს (სამტრედია, ზუგდიდი, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი) გამოაკლდა ზონის შარშანდელი ჩემპიონი, ფოთის გუნდიფოთელები წლეულს უმაღლეს ლიგაში აპირებენ ასპარეზობას და მთელი ძალები აქეთ მიმართეს, ფოთის ჭაბუკთა გუნდის ხელბურთელები კი თბილისური გუნდების განაცხადებში გადანაწილდნენ: გიორგი ბიბილეიშვილი – ქარიშხალაში, მეკარე იური ზარგინავა და თენგიზ ბერაია – იმედში, ნიკოლოზ ბაჯალაძე და გიორგი მიქაძე – პეგასში.

ამ ასაკის ჭაბუკთა ნაკრებს 2015 წლის ივლისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში უწევს თამაში ევროპის 7 უძლიერეს გუნდთან ერთად. ტურნირი თბილისში გაიმართება 26-31 ივლისს.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

ბიჭები. 1998-99. პირველი ტური. თბილისი

აღმოსავლეთის ლიგა: კახეთი, გორი, რუსთავი, ქარელი, ლაგოდეხი

თბილისის ლიგა: ქარიშხალა, პეგასი, იმედი, მამული, შევარდენი

გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია, 29 ოქტ-3 ნოე

29 სექტემბერი, ორშაბათი

12:00 კახეთიქარელი

13:30 რუსთავიგორი

15:00 ქარიშხალამამული

16:30 იმედიშევარდენი

30 სექტემბერი, სამშაბათი

11:30 ლაგოდეხიკახეთი

13:00 ქარელი გორი

14:30 ჩემპიონატის გახსნა

15:00 შევარდენიქარიშხალა

16:30 მამულიპეგასი

1 ოქტომბერი, ოთხშაბათი

12:00 კახეთირუსთავი

13:30 ქარელილაგოდეხი

15:00 შევარდენიმამული

16:30 პეგასიიმედი

2 ოქტომბერი, ხუთშაბათი

12:00 ლაგოდეხირუსთავი

13:30 გორიკახეთი

15:00 იმედიქარიშხალა

16:30 პეგასიშევარდენი

3 ოქტომბერი, პარასკევი

12:00 გორილაგოდეხი

13:30 რუსთავიქარელი

15:00 მამულიიმედი

16:30 ქარიშხალაპეგასი

განაცხადები

აღმოსავლეთის ლიგა

გორი

1.ბაკურ ჯაფარიძე 12. გიორგი ვათიაშვილი – 2. ლევან ქესანაშვილი 3. ანდრია თომაშვილი 4. საბა მურადაშვილი 5. ვახტანგ ყანჩაველი 6. ბექა გახოკიძე 7. ალეკო გუდურაშვილი 8. ნოდარ დალაქიშვილი 9. ტარიელ მჭედლიშვილი 10. დავით ნიაზაშვილი 11. გურამ ბეთლემიშვილი 13. თამაზ ტარუაშვილი 14. გიორგი ტიელიძე 15. ნიკა სამნიაშვილი 17. ანზორ ხაბაზიშვილი

მწვრთნელები: გია მამაცაშვილი, ლუკა მოციქულაშვილი, თორნიკე გაგლოშვილი

კახეთი (თელავი და ყვარელი)

1.ლევან ლილუაშვილი 12. ივერი ერგემლიძე – 3. ნიკა ზურაბიშვილი 5. ხვიჩა ხაჩიშვილი 7. დავით ყორიაული 8. ლერი აღვინოვი 9. გიორგი ბაჩიაშვილი 11. გიორგი დოლმაზაშვილი 13. შოთა ჯიქურიშვილი 14. ბექა დანელიშვილი 17. გიორგი კაიშაური 66. გიორგი გიგაური

მწვრთნელები: შალვა მამალაშვილი, ზურაბ წვერიკმაზაშვილი

რუსთავი

1.დავით მამულაშვილი 12. ლევან ქამუშაძე – 2. ოთარ ბალუხაშვილი 3. ლუკა ბაბუნაძე 4. მიხეილ შუშანაშვილი 5. გიორგი ზედელაშვილი 6. ბექა ჩუთლაშვილი 7. შოთა ეგაძე 8. გიორგი ლურსმანაშვილი 9. ლუკა ბუიშვილი 10. ირაკლი კანდელაკი 11. გიორგი სამხარაძე 13. თორნიკე ეძგვერაძე 14. გიორგი ბაბუნაძე 15. გიორგი სალუქვაძე

მწვრთნელები:ზურაბ ჩუთლაშვილი, ვასილ მძელური

ქარელი

1.ნიკა ლომიტაშვილი 12. გიორგი მეარაყიშვილი – 2. გოჩა ქოთუაშვილი 3. თორნიკე ელბაქიძე 4. ნოდარ ცერცვაძე 5. ნიკოლოზ კოშკაძე 6. დავით ჭავჭავაძე 7. ბექარ გოგიჩაშვილი 8. გოჩა ლომიტაშვილი 10. ნუკრი მეტრეველი 11. ნიკა ნონაშვილი 13. შალვა დანდლიაშვილი

მწვრთნელი: ზურაბ ჯუშოშვილი

თბილისის ლიგა

ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 16. გიორგი ფარესიშვილი – 2. ნიკა ფხაკაძე 3. ნიკა ასაბაშვილი 4. პაპუნა გოგრიჭიანი 5. გიორგი ივანიძე 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჯინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. გიორგი ციხიშვილი 15. გიორგი კვირკველია 23. გიორგი ბიბილეიშვილი

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, ზაზა ფერაძე, პრეზიდენტი ჯემალ ბარამიძე

პეგასი

12. ილია მჭედლიძე 16. ნიკო ზურაბიშვილი – 3. გიორგი ლაპიაშვილი 4. ლუკა მამაგეიშვილი 5. დავით ხვადაგიანი 7. გიგა ზარნაძე 8. მიხეილ ნაზღაიძე 10. ნიკოლოზ კალანდაძე 11. გიორგი ცხოვრებაძე 13. ნოდარ მაისურაძე 14. ლუკა გაწერელია 15. დათო ბაბუციძე 22. გიორგი კაჭკაჭაშვილი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ბაჯალაძე, ბუბა მჟავანაძე, ნიკა კარტოზია, გიორგი გეჯაძე, რატი გოგოლაძე

მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ლევან გელაშვილი

იმედი

1.გიორგი ხარაიშვილი 12. ტრისტან როკაშვილი 16. იური ზარგინავა 6. ალექსანდრე მელაშვილი 7. ხაზეინ რუსტამოვი 10. ნიკოლოზ საძაგლიშვილი 11. გიორგი თურქაძე 13. გიორგი მიქავა 17. გიგა ბაინაზაშვილი 19. ნოდარ გოგუა 19. ვუსალ ჰუსეინოვი 20. თორნიკე მღებრიშვილი 27. თენგიზ ბერაია 33. საბა დვალიძე 37. ზეზვა იობაშვილი 16. მურად გოზალოვი

მწვრთნელები: ზაზა სამადაშვილი, გივი შარანგია, პრეზიდენტი მერაბ მეტრეველი

მამული

1.გაბრიელ დავითაშვილი 12. გიორგი წულიაშვილი – 2. ვანო ბიჭიკაშვილი 3. თამაზ კორაშვილი 4. თორნიკე სამადაშვილი 5. გოგა არუთინოვი 7. გიორგი შევჩენკო 8. დავით თოდუა 9. ზურაბ ნოზაძე 10. თემურ ისმაილოვი 11. ლექსო სხვიტარიძე 13. იკა ცხვედიანი 14. გიორგი ფიჩხაია 15. ზურაბ ტალახაძე

მწვრთნელები: ელზა მერაბიშვილი, ზაზა მერაბიშვილი

შევარდენი

1.ბაჩო შაქარაშვილი 16. ლევან კოპალიანი 21. გიორგი სადირინი – 2. ნიკა გიგაური 3. ენრიკე ბაზანოვი 4. აკაკი მარტიაშვილი 5. ლაშა თიგიშვილი 6. ბექა მეძმარიაშვილი 7. ნიკა მესხიშვილი 8. მათე მიჩილაშვილი 9. ზაალ ზაალიშვილი 10. ვაჟა დოლიძე 11. გიორგი გოროზია 14. გივი ინანიშვილი 17. სერგო აგაჯანოვი 19. აკაკი ბულია

მწვრთნელები: ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი გვაზავა

Leave a Reply