29/05/11 ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი კიოლნში

შაბათ-კვირას, კიოლნში, ოციათასიან ლანქსეს არენაზე გაიმართება სეზონის მთავარი საკლუბო შეჯიბრება – ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ბარსელონას, კელცეს, კილისა და ვესპრემის მონაწილეობით. 30 მაისს ნახევარფინალებია, ხოლო 31 მაისს – ფინალი.

ტურნირი ევროპის ჩემპიონთა თასის, უფრო ზუსტად კი – ევროპის თასის სახელწოდებით, 1956-57 სეზონიდან იმართება, 1993-94 სეზონში ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, ხოლო 2009-10 სეზონიდან დაწესდა ფინალური ოთხეულის ფორმატი, რომელიც უცვლელად იმართება კიოლნში. მაშინ, ფინალურ თამაშში კილმა მოუგო ბარსელონას და დღესაც ეს გუნდები ითვლებიან ფავორიტებად.

ბოლო 10 წელია, ლიგის ფინალში ესპანეთისა და გერმანიის გარდა, სხვა ქვეყნის კლუბს არ უთამაშია. სამჯერ შიდაესპანური ფინალი იყო, ორჯერ – გერმანული და ხუთჯერ – ესპანურ-გერმანული. სხვა ქვეყნების კლუბებიდან ლიგა ბოლოს 2004 წელს, სლოვენიის ცელიემ მოიგო, ხოლო ბოლო შემთხვევა, როდესაც ფინალში არც გერმანელები ყოფილან და არც ესპანელები, შორეულ 1989 წელს მოხდა.

ვესპრემმა, კელცემ და ბარსელონამ უკვე მოიპოვეს თავიანთი ქვეყნების ჩემპიონის ტიტული. ბარსელონა, ბოლო ორი სეზონია, 30-დან 30 თამაშს იგებს ლიგა ასობალში, ხოლო კილი, ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 2 ქულით უსწრებს ლიოვენს.

ოთხივე გუნდმა მოიგო ლიგის წლევანდელი ჯგუფური ტურნირი და შემდეგ პლეიოფის ორი წრეც გაიარა. 14 მატჩიდან კელცემ მხოლოდ 1 წააგო, ბარსელონას და ვესპრემს თითო წაგება და ფრე აქვთ, კილს – ორი წაგება.

ყველაზე ძლიერი შემადგენლობა, ცხადია, გერმანულ კლუბს ჰყავს. მხოლოდ ერთი ფაქტი: კილის შემადგენლობაში არის მსოფლიოს 5 წამყვანი ნაკრების 5 გამთამაშებელი – ხორვატი დუვნიაკი, ესპანელი კანელასი, ისლანდიელი პალმარსონი, ჩეხი იხა და დანიელი ლაუგე. ცხადია, ერთ გუნდს 5 პლეიმეიკერი არ სჭირდება, ამიტომაც ლაუგე მარცხენა გარემარბად თამაშობს, ხოლო დანარჩენი ოთხი ცენტრალური და მარცხენა უკანახაზელის პოზიციას ავსებს.

მაგრამ ბარსელონას ჰყავს – ნიკოლა კარაბატიჩი და კიდევ რამდენიმე შინაური თუ უცხოელი ვარსკვლავი, მძლავრია კელცეს უკანა ხაზი (ბელეცკი-იურეცკი-ლიევსკი), ხოლო ვესპრემში არიან ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი მომირ ილიჩი და კიდევ რამდენიმე დიდოსტატი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოთხივე მატჩი უკიდურესად დაძაბული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბარსასა და კილის სტატისტიკა ამ ტურნირის ისტორიაში ბევრად უფრო შთამბეჭდავია (8 და 3 ტიტული). ვესპრემი სულ ერთხელ ყოფილა ფინალში (2002), ხოლო მასვე და კელცეს თითოჯერ მიუღწევიათ ფინალურ ოთხეულამდე (კელცე – 2013, ვესპრემი – 2014).

წლევანდელი ფინალური ოთხეულის მოთამაშეთაგან ბელარუს სიარჰეი რუტენკას ლიგა ხუთჯერ მოუგია სამ სხვადასხვა გუნდთან (ცელიე, სიუდად რეალი 3, ბარსელონა), ხოლო ანტირეკორდსმენი გახლავთ მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი ბარსელონაში, გუდიონ სიგურდსონი. ისლანდიელი ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს ფინალურ ოთხეულს და პირველი ოთხი ცდა წარუმატებელი აქვს – 2011 წელს ლიოვენთან, 2012 წელს კოპენჰაგენთან, 2013 და 14 წლებში – კილთან ერთად. ოთხი ტიტული აქვს კელცეს მწვრთნელ ტალანტ დუიშებაევს – 1994 წელს როგორც მოთამაშეს, ხოლო 2006, 08 და 09 წლებში – როგორც მწვრთნელს.

ოთხეულის თამაშების ტელერეპორტაჟის უფლება მთელი მსოფლიოს ბარე 30 ტელეკომპანიას აქვს ნაყიდი. იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ურეპორტაჟოდ დარჩნენ, ტრადიციული მშველელი იქნება ehf-TV, რომლის მეშვეობითაც ოთხივე მატჩის ნახვა ინტერნეტში, ძალიან კარგი ხარისხით იქნება შესაძლებელი, მათ შორის – საქართველოშიც (ბმულები იხ. ქვემოთ).

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები

ფინალური ოთხეული. კიოლნი, ლანქსეს არენა (20 000)

ნახევარფინალი, 30 მაისი

17:15 ბარსელონა (ესპ) – კელცე (პოლ)

http://www.laola1.tv/en-int/live/fc-barcelona-ks-vive-tauron-kielce/325742.html

20:00 კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ)

http://www.laola1.tv/en-int/live/thw-kiel-mkb-mvm-veszprem/325744.html

ფინალი, 31 მაისი

17:15 მესამე ადგილისთვის

http://www.laola1.tv/en-int/live/velux-ehf-final4-3rd-place-match/325747.html

20:00 ფინალი

http://www.laola1.tv/en-int/live/velux-ehf-final4-final/325750.html

FC Barcelona (ესპ)

1. გონსალო პერეს GK, 1 გოლი სეზონში  12. დანიელ სარიჩ, ბოს, GK – 38. ფრანსისკო რევუელტა GK – 77. კირილ ლაზაროვ, მკდ, RB, 99 – 33. ნიკოლა კარაბატიჩ, საფ, CB, 61 – 9. გუდიონ ვალურ სიგურდსონ, ისლ, LW, 60 – 22. სიარჰეი რუტენკა, ბლრ, LB, 45 – 8. ვიქტორ ტომას, RW, 43 – 3. იესპერ ნოდესბო, დან, P, 31 – 11. დანიელ სარმიენტო CB, 30 – 9. რაულ ენტრერიოს, CB, 28 – 10. სედრიკ სორენდო, საფ, P, 19 – 37. ხოან საუბიჩ, RW, 14 – 18. ედუარდო გურბინდო RB, 12 – 42. ვაელ ჟალუზ, ტუნ, LB, 10 – 13. აიტორ არინო LW, 7 – 27. ვირან მოროს, LB, 6 – 20. ალბერტო მირალეს RW – 21. ალეხანდრო მარკეს RB – 24. ორიოლ რეი B – მწვრთნელი ხავი პასკუალ

KS Vive Tauron Kielce (პოლ)

1. სლავომირ შმალ GK – 12. ვოიცეხ სვიადერ GK – 16. მარინ სეგო, ხორ, GK, 2 გოლი – 14. კაროლ ბელეცკი LB, 76 – 27. ივან ჩუპიჩ, ხორ, RW, 51 – 21. დენის ბუნტიჩ, ხორ, RW, 49 – 5. მიხალ იურეცკი, LB, 44 – 19. კრჟიშტოფ ლიევსკი, RB, 31 – 3. იულენ აგინაგალდე, ესპ, P, 31 – 6. გრჟეგორჟ ტკაჩუკ CB, 30 – 23. უროშ ზორმან, სლნ,CB, 29 – 17. მანუელ შტრლეკ, ხორ, LW, 29 – 19. ტობიას რაიხმან, გერ, RW, 21 – 15. მატეუშ იახლევსკი, LW, 14 – 10. პიოტრ ხრაპკოვსკი, LB, 10 – 22. ზელკო მუსა, ხორ, P, 8 – 24. ტომაშ როსინსკი, CB, 2 – 2. პიოტრ გრაბარჩიკ, P – მწვრთნელი: ტალანტ დუიშებაევ, ესპ

THW Kiel (გერ)

1. იოჰან შოსტრანდ, შვდ, GK – 12. ანდრეას პალიჩკა, შვდ, GK – 16. კიმ ზონე-ჰანსენ, დან, GK – 32. სტაინარ ეგე, ნორ, GK – 41. მარკო ვუინ, სრბ, RB, 69 გოლი – 21. ხოან კანელას, ესპ, CB, 48 – 4. დომაგოი დუვნიაკ, ხორ, CB, 48 – 13. შტეფენ ვაინჰოლდ, RB, 46 – 33. დომინიკ კლაინ, LW, 37 – 24. არონ პალმარსონ, ისლ, CB, 35 – 39. ფილიპ იხა, ჩეხ, LB, 33 – 17. პატრიკ ვინჩეკ, P, 31 – 18. ნიკლას ეკბერგ, შვდ, RW, 29 – 11. ქრისტიან შპრენგერ RW, 26 – 19. რასმუს ლაუგე, დან, CB, 13 – 7. რენე ტოფტ-ჰანსენ, დან, P, 12 – 23. რუნე დამკე, LW, 9 – 5. ჰენრიკ ლუნდსტრიომ, შვდ, LW, 6 – 25. ალექსანდრ ვილიამს, B, 2 – 6. ფინ რანკე, P, 1 – 26. ლუკას ვუხერპფენინგ RW – მწვრთნელი: ალფრედ გისლასონ, ისლ

MKB-MVM Veszprem (უნგ)

12. ადამ ბორბელი GK – 16. როლანდ მიკლერ GK – 32. მირკო ალილოვიჩ, ხორ, GK, 1 გოლი – 36. 36. გერგეი როჟავოლდი GK – 13. მომირ ილიჩ, სრბ, LB, 101 – 33. რენატო სულიჩ, ხორ, P, 54 – 20. ქრისტიან ზაიც, გერ, RB, 35 – 24. გაშპერ მარგუჩ, სლნ, RW, 35 – 19. ლასლო ნად RB, 33 – 18. ანდრეას ნილსონ, შვდ, P, 29 – 23. კრისტიან უგალდე, ესპ, LW, 28 – 3. პეტერ გუიაშ, RW, 27 – 11. კარლოს რუესგა, ესპ, CB, 19 – 25. ხემა როდრიგეს, ესპ, CB, 19 – 66. მატე ლეკაი CB, 17 – 4. გერგი ივანჩიკ LW, 17 – 30. მირსად ტერზიჩ, ბოს, LB, 5 – 21. იმან ჯამალი, ირა, LB, 4 – 5. იშტვან შუხ, P, 2 – 34. დავიდ ფეკეტე, LW – 35. დანიელ ფუზი, P – 37. პეტერ შმიდ CB – 38. მარტინ ვარიუ RW – მწვრთნელი: ანტონიო კარლოს ორტეგა, ესპ

ჩემპიონთა თასის (1957-1993) და ლიგის (1994-2014) გამარჯვებულები

8 – ბარსელონა, ესპ – 1991, 96, 97, 98, 99, 2000, 05, 11

5 – გუმერსბახი, გერ – 1967, 70, 71, 74, 83

3 – კილი, გერ – 2007, 10, 12

3 – დუკლა პრაჰა, ჩხს – 1957, 63, 84

3 – სიუდად რეალი, ესპ – 2006, 08, 09

3 – მაგდებურგი, გდრ, გერ – 1978, 81, 2002

3 – სკა მინსკი სსრკ (ბლრ) – 1987, 89, 90

2 – ზაგრები, ხორ – 1992, 93

2 – სტიაუა, რუმ – 1968, 77

2 – გიოპინგენი, გერ – 1960, 62

2 – მეტალოპლასტიკა, იუგ (სრბ) – 1985, 86

2 – გროსვალშტადტი, გერ – 1979, 80

1 – ბელოვარი, იუგ (ხორ) – 1972

1 – ცსკა, სსრკ (რუს) – 1988

1 – პორტლანდ სან ანტონიო, ესპ – 2001

1 – ფლენზბურგი, გერ – 2014

1 – დინამო ბუქარესტი, რუმ – 1965

1 – მაი მოსკოვი, სსრკ (რუს) – 1973

1 – ბორაცი, იუგ (ბოს) – 1976

1 – ჰონვედი, უნგ – 1982

1 – ტეკა სანტანდერი, ესპ – 1994

1 – ბიდასოა ირუნი, ესპ – 1995

1 – რედბერგსლიდსი, შვდ – 1959

1 – ლაიფციგი, გდრ – 1966

1 – ასკ ფრანკფურტ/ოდერი, გდრ – 1975

1 – მონპელიე, საფ – 2003

1 – ცელიე, სლნ – 2004

1 – ჰამბურგი, გერ – 2013

Leave a Reply