28/11/13 საქართველო – ბელარუსი 19:27
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა (1998-99) პირველი მატჩი გამართა უკრაინის ქალაქ ბროვარიში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე და ბელარუსთან დამარცხდა – 19:27.
ისევე როგორც გუშინდელ ამხანაგურ მატჩში ბროვარის გუნდთან, საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ფოთელი თათია გადელია (ფოტოზე) 9 გოლით. 4 გოლი თამარ გიორგაძემ გაიტანა.
ელისო ჟურულიშვილი, ნაკრების მწვრთნელი: – მართალია, ბელარუსის ნაკრები ბროვარის გუნდზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ წაგება მხოლოდ ამას დავაბრალოთ, უბრალოდ, საქართველოს ნაკრებმა თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა. ბელარუსის გუნდი, ისევე როგორც ჩვენი ნაკრები, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადება და უკვე 2 წელია, ერთად ვარჯიშობს. შევეცდებით, დარჩენილ 2 შეხვედრაში დღევანდელი შეცდომები არ გავიმეოროთ და უკეთესად ვითამაშოთ. მეორე მატჩში უკრაინის ნაკრებმა დაამარცხა ზაპოროჟიეს გუნდი – 20:19. უკრაინამ ნაკრებად სწორედ ის გუნდი გამოიყვანა, რომელსაც გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში 29:23 ვაჯობეთ – ბროვარის ოლიმპიური რეზერვების სკოლა, სადაც 1997-98 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ. ასე რომ, ორივე დარჩენილ შეხვედრაში მოგებისთვის ვიბრძოლებთ.
ხვალ საქართველოს გოგონათა ნაკრების მეტოქე უკრაინის მთავარი სახელბურთო ცენტრის, ზაპოროჟიეს ნაკრები იქნება, შაბათს – უკრაინის ნაკრები.
საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. 28 ნოემბერი, ბროვარი
საქართველო (15წ) – ბელარუსი (15წ) 19:27
საქართველო: ყაველაშვილი, ჯავახია – გადელია 9 , გიორგაძე 4, გაბისონია 1, ღვალაძე 1, ჩოხელი 1, სიხარულიძე 1, ჩოგოვაძე 1, ბერიძე 1, ნარიმანიძე, ჯაღათაშვილი, ყველაშვილი, ვენეცკი (მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი)