28/06/15 ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დავასრულეთ

კატალონიის ქალაქ ლიორეტ დელ მარში დასრულდა ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპზე, პირველ დღეს, ქართველებმა ოთხივე მატჩი წააგეს და გადაერთვნენ 5-9 ადგილებისთვის ბრძოლაში, სადაც პირველი ეტაპის ორი მარცხიც გაიყოლეს –  პორტუგალიასა და თურქეთთან

ფინალში ვითარება შეიცვალა. პირველ მატჩში მოვუგეთ რუმინეთს, 2-0, შემდეგ კი ძალიან ახლოს ვიყავით შვეიცარიის დამარცხებასთან და მეშვიდე ადგილთანაც. პირველი ორი სეტი ფრედ, 1-1 დასრულდა და დაინიშნა მესამე – შუთაუტის სერია. საქართველოს ნაკრები 7-4 იგებდა, მაგრამ ბოლო სამი დარტყმა ვერ გამოიყენა, შვეიცარიამ კი გაგვიტანა ორი ორქულიანი დარტყმა, ერთი ერთქულიანი და 9-7 მოიგო.

ნაკრები, მამუკა მჟავანაძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით ურეკში მოემზადა და იქამდე საქართველოს ჩემპიონატის ორ ეტაპზეც ითამაშა. იმის გამო, რომ ცხრამეტწლამდელთა გუნდს კლასიკური ხელბურთის ევროპის ღია პირველობაზე, გეტებორგში უწევდა თამაში, მწვრთნელევბმა აქცენტი ახალგაზრდებზე და სამომავლო გამოცდილების მიღებაზე გააკეთეს. ათკაციან შემადგენლობაში მხოლოდ 3 მოთამაშე იყო 1996 წელს დაბადებული, ერთი – 1997, ხოლო 6 – 1998 წელს

ქვიშის ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი (19) ლიორეტ დელ მარი, ესპანეთი

27-28 ივნისი. 5-9 ადგილებისთვის

საქართველო-რუმინეთი 2-0 (21-9, 21-14)

მიქავა 18, ბაინაზიშვილი 10, გიორგაძე 6, მჭედლიშვილი 4, მაისაშვილი 3, ვათიაშვილი 1, გოგოლაძე, ყორიაული, ტარუაშვილი, ლორია

საქართველო-შვეიცარია 1-2 (18-17, 0-17, 7-9)

მიქავა 11, გიორგაძე 7, ბაინაზიშვილი 4, ვათიაშვილი 2, გოგოლაძე 1

5. თურქეთი 8 ქულა, 6. პორტუგალია 6, 7. შვეიცარია 4, 8. საქართველო 2, 9. რუმინეთი 0

1-2 რუსეთი – ხორვატია 2-0, 3-4 ესპანეთი-უნგრეთი 2-0

ჯგუფური ეტაპი.  B ჯგუფი: ესპანეთი  6 ქულა, რუსეთი 4 – შვეიცარია 2, რუმინეთი 0

A ჯგუფი: უნგრეთი 8, ხორვატია 6 – თურქეთი 4, პორტუგალია 2, საქართველო 0

26 ივნისი . პორტუგალია-საქართველო 2-0 (17-10, 27-10)

გიორგაძე 7, მიქავა 6, მაისაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, მჭედლიშვილი 2

თურქეთი – საქართველო 2-0 (23-4, 14-9)

მჭედლიშვილი 8, მაისაშვილი 3, მიქავა 1, ტარუაშვილი 1

უნგრეთი-საქართველო 2-0 (29-16, 30-13)

გიორგაძე 8, ბაინაზიშვილი 6, მჭედლიშვილი 4, გოგოლაძე 3, მაისაშვილი 3, მიქავა 3, ვათიაშვილი 2

27 ივნისი: ხორვატია-საქართველო 2-0 (40-7, 34-16)

ბაინაზიშვილი 6, მჭედლიშვილი 6, მაისაშვილი 6, ვათიაშვილი 4, მიქავა 1

საქართველოს ნაკრები: ნოდარ ლორია (GK, 1997, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (GK, 1998, გორი) – გივი გიორგაძე (1996, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), თორნიკე მაისაშვილი (1996, სტუ), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), დავით ყორიაული (1998, თელავი), გიორგი მიქავა (1998, იმედი), თამაზ ტარუაშვილი (1998, გორი), ტარიელ მჭედლიშვილი (1998, გორი)

მთ. მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი ლევან გელაშვილი, ექიმი ლევან ლინნიკი, ოფიციალი ვახტანგ ბერიაშვილი

Leave a Reply