04/07/15 წარუმატებლობა გიოტებორგში

საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე, სადაც მე-15 ადგილი დაიკავა.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები დამარცხდა პორტუგალიასთან (19-27), ისლანდიასთან (19-32) და ფინეთთან (19-29). სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ეს ჯგუფი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა ტურნირზე – ისლანდია ჩემპიონი გახდა და ფინალში მასპინძელს, შვედეთს მოუგო, პორტუგალია მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ფინეთმა მოიგო სანუგეშო ტურნირი მე-9 ადგილისთვის.

თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო მეორე ჯგუფურ ეტაპზეც, ამჯერად უფრო სუსტ გუნდებთან (მოლდობა 30-37, ესტონეთი 18-25, ფარერები 23-33) და მხოლოდ ბოლო დღეს, მე-15 ადგილისთვის მატჩში მოუგო კოსოვოს – 31-28.

ევროპის ღია პირველობა წარმოადგენს ჭაბუკთა უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილსა და მთავარ შეჯიბრებას. აქ წელიწადგამოშვებით თამაშობენ 19-წლამდელ ჭაბუკთა და 18-წლამდელ გოგონათა გუნდები.

საქართველოს ამ ასაკობრივ გუნდს კი 2016 წელს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია აქვს სათამაშო.

ევროპის ღია პირველობა (19). გიოტებორგი, შვედეთი

29-30 ივნისი. C ჯგუფი: ისლანდია 6 ქულა, პორტუგალია 4 – ფინეთი 2, საქართველო 0

საქართველო-პორტუგალია 19-27

ორჯონიკიძე 8, ცხვარაშვილი 5, აბჟანდაძე 2, ზურაბიანი 2, დიხამინჯია 1, ხაჟომია 1

საქართველო-ისლანდია 19-32

ორჯონიკიძე 7, ხაჟომია 5, ცხვარაშვილი 3, დიხამინჯია 2, აბჟანდაძე 1, მათნაძე 1

საქართველო – ფინეთი 19-29

ორჯონიკიძე 9, მაისაშვილი 4, აბჟანდაძე 3, ზურაბიანი 2, გიორგაძე 1

1, 2 ივლისი, 9-16 ადგილები. 4 ჯგუფი: ესტონეთი 6,მოლდოვა 4, ფარერები 2, საქართველო 0

საქართველო – მოლდოვა 30-37

ხაჟომია 7, ცხვარაშვილი 7, დიხამინჯია 6, ორჯონიკიძე 4, კოხრეიძე 3, მაისაშვილი 2, გიორგაძე 1

საქართველო – ესტონეთი 18-25

გიორგაძე 7, დიხამინჯია 3, ხაჟომია 2, კოხრეიძე 2, ნაზღაიძე 2, აბჟანდაძე 1, გოგოლაძე 1

საქართველო – ფარერები 23-33

ხაჟომია 6, ცხვარაშვილი 5, აბჟანდაძე 3, ნაზღაიძე 3, გოგოლაძე 2, კოხრეიძე 2, გიორგაძე 1, მათნაძე 1

3 ივლისი, ფინალები

15-16 საქართველო-კოსოვო 31-28

დიხამინჯია 8, ორჯონიკიძე 4, ცხვარაშვილი 4, გოგოლაძე 3, ხაჟომია 3, ზურაბიანი 3, გიორგაძე 2, კოხრეიძე 2, მაისაშვილი 2

13-14 ფარერები – ავსტრია 31-28

11-12 ჩეხეთი-მოლდოვა 51-32

9-10 ფინეთი-ესტონეთი 26-22

7-8 რუმინეთი-სლოვაკეთი 29-18

5-6 პორტუგალია-ჰოლანდია 36-29

3-4 ესპანეთი-რუსეთი 25-22

1-2 ისლანდია-შვედეთი 31-29

საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (GK, 1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (GK, 1996, თუთუნსფორი, თურ) – ჯაბა ხაჟომია (P, 1996, სამტრედია), გიგა კოხრეიძე (P, 1996, პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (CB, 1997, სამტრედია), ამირან აბჟანდაძე (CB, 1996, პეგასი), თემურ ორჯონიკიძე (LB, 1996, სტუ), გივი გიორგაძე (LB, 1996, პეგასი), ალექსანდრე ცხვარაშვილი (RB, 1996, პეგასი), თორნიკე მაისაშვილი (RB, 1996, სტუ), გიორგი დიხამინჯია (RW, 1997, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, 1996, სტუ), კარლო მათნაძე (LW, 1997, ქუთაისი), მიხეილ ნაზღაიძე (LW, 1998, პეგასი)

მთ. მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, მწვრთნელი გიორგი სახვაძე

Leave a Reply