28/06/15 გრანოლერსის თასი დასრულდა, წინ ახალგაზრდული ოლიმპიადაა

საქართველოს ხელბურთის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ჭაბუკთა ერთ-ერთი უდიდეს სახელბურთო ტურნირზე, ესპანეთის ქალაქ გრანოლერსში, გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა.

ბოლო დღეს ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა რეპეშაჟში 21-20 დაამარცხა რიბესი, ხოლო მერვედფინალში ერთი ბურთით წააგო მასპინძლებთან, გრანოლერსის გუნდთან – 17-18. ჩვენი ნაკრები შვიდგუნდიან ჯგუფში მოხვდა და მესამე ადგილზე გავიდა. მესამეადგილოსანს ამ ჯგუფიდან მერვედფინალში მოსახვედრად ერთი ზედმეტი თამაშის გამართვა უწევდა, მაშინ როდესაც რამდენიმე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში 3-3 გუნდი გადიოდა. შედეგად, შეჯიბრების მესამე დღეს ქართველებს ბოლო მეტოქესთან შედარებით ორით მეტი მატჩი დაუგროვდათ და მეტი ვეღარ შეძლეს, თანაც შეჯიბრებაში ერთი წლით უფროსები თამაშობდნენ. გრანოლერსის თასი ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში მოიგო შვედურმა ისტადმა, მომდევნო სამ ადგილზე კი ესპანური კლუბები გავიდნენ: გავა, გრანოლერს-1 და ვილა არანდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე რვიდან 5 მატჩი მოიგო.

თუმცა, შედეგი მთავარი არ ყოფილა. ახალგაზრდული ოლიმპიადის წინ გუნდმა გამართა ნაყოფიერი ტურნე ესპანეთში, ორჯერ დაამარცხა ბარსელონას თანატოლთა გუნდი და ექსტრემალურ პირობებში თამაშის გამოცდილებაც დააგროვა.

ოლიმპიური ნაკრები ახლა თბილისში ბრუნდება. 5 ივლისისთვის მზად იქნება ახალი სახელბურთო არენა უნივერსიტეტის ქუჩაზე და მზადება იქ გადაინაცვლებს. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 27 ივლისს იწყება. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ რაუნდში არიან საფრანგეთი, სლოვენია და შვეიცარია.

ხელბურთი, გრანოლერსის თასი (-18, 1997-98), ესპანეთი

28 ივნისი. რეპეშაჟი

საქართველო – რიბესი 21-20

მერვედფინალი

საქართველო – გრანოლერსი-2 17-18

ჯგუფური ტურნირი. F ჯგუფი. ვილა არანდა 10 ქულა , კორასონისტასი 9, საქართველო 8 – ტერასა 8, პარეტსი 4, ზარშტედტი (გერ) 3, VIC 0

25 ივნისი. საქართველო – ზარშტედტი 20-8 , საქართველო – VIC 22-10

26 ივნისი. საქართველო – ვილა არანდა 20-21, საქართველო – ტერასა 16-12,

27 ივნისი. საქართველო – პარეტსი 37-15, საქართველო – კორასონისტასი 14-17

საქართველოს ნაკრები (-17, 1998-99): სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, იმედი) – ერეკლე არსენაშვილი (P, 1998, ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (P, 1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (CB. 1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (CB, 1999, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, იმედი), გიგი ფ ერაძე (LB, 1998, ქარიშხალა), ლუკა ბულბულაშვილი (RB, 1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (RB, 1998, გორი), გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (RW, 2001, პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, იმედი), ლევან მამულაშვილი (LW. 1998, ქარიშხალა), ზურაბ გოგავა (LB, 1998, პეგასი/ვალდდორფი, გერ)

მთ. მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე

21ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 26-28

22 ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 25-27

Leave a Reply