27/12/13 ისრაელი – საქართველო 29:28

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 28:29 წააგო პირველი ამხანაგური მატჩი ქალაქ აშდოდში ისრაელის ეროვნულ გუნდთან. ხვალ, 20:00, მეორე თამაშია რიშონში.

ისრაელი – საქართველო 29:28

27 დეკემბერი, 2013. აშდოდი. ამხანაგური მატჩი.

ისრაელი: იააკოვი, შიკლოში – სმოლიერი 11, კოფმანი 5, ნათანი 3, დავდა 3, პომერანცი 2, როზენტალი 2, ტურელი 1, ვაისლერი 1, შიმონი 1, ტიპერი, შტელმანი, ტიუგი, ფრიდმანი, ჰერშკოვიცი, აპო, ვაქსმანი, სიჩენკო, სტრაიდომი (შვიდმეტრიანი 4/4, ორწუთიანი – 3)

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – რუსია 10, მსხვილიძე 4, გამზარდია 4, აბრამიშვილი 3, ჩიქოვანი 3, გვაზავა 2, ამირანაშვილი 1, მაისურაძე 1, ტალახაძე, სიმონია, ორჯონიკიძე, წითელიშვილი (პენალტი: 5/4, ორწუთიანი – მსხვილიძე, ჩიქოვანი, გაძევება – რუსია 59:47)

პირველი ტაიმი ისრაელმა 16:14 მოიგო. მეორე ნახევრის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. ტაიმის შუაში – 22:20, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე – 28:27.

ისრაელის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას თამაშობს. 4 ჯგუფში ჯერჯერობით ოთხივე გუნდს 2-2 ქულა აქვს. ებრაელებმა სტუმრად წააგეს ბელგიასთან 28:29, შინ მიუგეს ჰოლანდიას – 28:26, მომდევნო თამაში კი 2 იანვარს აქვთ შინ საბერძნეთთან.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრები, რომელიც 2 ქულით 1 ჯგუფში მეორე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება თურქეთს. თურქებმა დღეს ამხანაგური მატჩი ითამაშეს ირანის ნაკრებთან და 27:28 დამარცხდნენ.

ისრაელში საქართველოს ნაკრებს აკლია ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე – სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია. ისინი გუნდს თურქეთში შეუერთდებიან.

 

Leave a Reply