EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

27/12/13 ხელბურთის ფედერაცია საუკეთესოდ დასახელდა

27 დეკემბერს სპორტის სამინისტრომ თბილისის ივენტ ჰოლში გამართა 2013 წლის ლაურეატთა დაჯილდოება. ფედერაციებს შორის საუკეთესოდ დასახელდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია.

ნომინაციების მიხედვით წლის ლაურეატები გახდნენ:

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭდაობა

საუკეთესო პარასპორტსმენი – ბესიკ ლეკიაშვილი, მკლავჭიდი

საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – ვახტანგ ჩიდრაშვილი, სამბო

საუკეთესო მსაჯი – ვლადიმერ ნუცუბიძე, ძიუდო

საუკეთესო ფედერაცია – ხელბურთის ფედერაცია

საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები

წლის აღმოჩენა, სპეციალური პრიზი – წყალბურთელთა ნაკრები

საუკეთესო სპორტული მენეჯერი – გია ნიჟარაძე, რაგბი

საუკეთესო სპორტსმენი ქალი – მარიამ ჯანაშვილი, ძიუდო

საუკეთესო მწვრთნელი – ირაკლი უზნაძე, ძიუდო

საუკეთესო სპორტსმენი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ძიუდო

საუკეთესო სპორტული ფედერაციის ნომინაციაში დასახელებული იყვნენ ხელბურთის, რაგბისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციები. ხელბურთის ფედერაცია გამოარჩიეს 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ნაყოფიერად მომზადებისთვის.

ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძეს პრიზი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა გადასცა.

ზურაბ კაკაბაძე: – ეს ჯილდო ეკუთვნის ხელბურთის ფედერაციის მთელ კოლექტივს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და ყველა სპორტსმენს. 2013 წელს ჩვენ კარგად ვიმუშავეთ ბიჭებისა და გოგონების ნაკრებთან, რომლებიც 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან. სახელმწიფოს მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, დიდ არენაზე დაგვებრუნებინა ეროვნული და ასევე ასაკობრივი ნაკრებები. ყველას გილოცავთ ახალ წელს და გეპატიჟებით 5 და 8 იანვარს მსფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე თურქეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიხილავთ დიდ ხელბურთს და საქართველოს ნაკრების მძლავრ დაბრუნებას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ვიდეო:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=27-12-2013+21%3A50

 

Leave a Reply