27/10/14 ქალების ჩემპიონთა ლიგა გრძელდება

სანამ კაცთა ხელბურთში სანაკრებო მატჩების დროა, მეორე ტური გაიმართა ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორი ეტომ, რომემაც შვედეთში გაანადგურა სევეჰოფი – 38:21, ხოლო ნორვეგიელმა პივოტმა ჰაიდი ლოკემ 7 გოლი გაიტანა. C ჯგუფში 2 მოგება აქვს თასის სამგზის მფლობელს, დანიის ვიბორგსაც. ორი ლიდერი 2 ნოემბერს დანიაში ითამაშებს.

B ჯგუფში 4 ქულით ლიდერობს შარშანდელი ფინალისტი, ბუდუჩნოსტი. მონტენეგროელებმა ზაგრებში დაამარცხეს პოდრავკა – 32:27. მოგებულთაგან 8 გოლი გაიტანა რუმინელმა ქრისტინა ნიაგუმ.

D ჯგუფში 4 ქულა აქვს ნორვეგიის ლარვიკს, ხოლო A ოთხეულს ლიდერობს ვოლგოგრადის დინამო, რომელმაც ავსტრიაში ფრედ ითამაშა ჩემპიონთა თასის რვაგზის მფლობელ, ჰიპო ნიდეროსტერრაიხთან – 25:25.

პირველი ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დასრულდება და 12 გუნდი თასისთვის ბრძოლას 2015 წელს გააგრძელებს. იქამდე, დეკემბერში, ქალებს ევროპის ჩემპიონატი აქვთ უნგრეთსა და ხორვატიაში.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები.

2 ტური, 24-26 ოქტომბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 1 ქულა) – დინამო ვოლგოგრადი (რუს, 3) 25:25

ლაიფციგი (გერ, 2) – კრიმ მერკატორი (სლნ, 2) 30:24

B ჯგუფი

პოდრავკა (ხორ, 0) – ბუდუჩნოსტი (მნტ, 4) 27:32

ვარდარ სკოპიე (მკდ, 2) – ტიურინგერი (გერ, 2) 26:21

C ჯგუფი

ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 0) – ვიბორგი (დან, 4) 18:25

სევეჰოფი (შვდ, 0) – დიორი ეტო (უნგ, 4) 21:38

D ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ, 0) – ლარვიკი (ნორ, 4) 23:28

მეცი (საფ, 2) – ბაია მარე (რუმ, 2) 34:24

ფოტო: ზაგრები – ვიბორგი

Leave a Reply