25/10/14 ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს

კვირა დილით ესტონეთს მიემგზავრება საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, რომელიც 29 ოქტომბერს, ტალინში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს იწყებს.

ესტონეთს 2 ნოემბერს ვუმასპინძლებთ თბილისში, ხოლო ჯგუფის კიდევ ერთ მეტოქეს, ლუქსემბურგს, ორჯერ ვეთამაშებით გაზაფხულზე. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. პლეიოფს მოსდევს მთავარი შესარჩევი რაუნდი, რომელიც 2016-17 წლებში გაიმართება.

ამ ეტაპზე ნაკრებს ხელმძღვანელობენ ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე. სერბ ჯორჯე რაშიჩს, რომლის ხელქვეითაც ითამაშა ნაკრებმა 20015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთან ერთწლიანი კონტრაქტი დაუმთავრდა. კეკელიძე და ორჯონიკიძე რაშიჩის ასისტენტებად მუშაობდნენ, იქამდე კი სწორედ ისინი წვრთნიდნენ ეროვნულ გუნდს. ორივე ქვეყნის ჩემპიონის, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელია.

ტალინში ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება. გვაკლია მხოლოდ გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე, რომელიც დაშავებულია. ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო მეკარე გიგა ტორონჯაძის საკითხი. ჭაბუკთა ნაკრებისა და პეგასის მეკარე, ზურაბ ცინცაძე მზად იყო ტალინში გასაფრენად, მაგრამ ტორონჯაძეს მუხლის ოპერაცია აღარ დასჭირდა და გუნდთან ერთადაა.

ტალინში 13 ხელბურთელი მიემგზავრება. თამაში 29 ნოემბერს საქართველოს დროით 22 საათზეა, თბილისში კი მეტოქეს სპორტის სასახლეში, 18:00 ვუმასპინძლებთ.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში

მეკარეები

შოთა თევზაძე (1981 – ოდორჰეი, რუმ – 201 სმ)

გიგა ტორონჯაძე (1989 – ტრაბზონი, თურ – 190)

უკანა ხაზი

ვლადიმერ რუსია (1984 – ოდორჰეი, რუმ – 202)

ირაკლი ჩიქოვანი (1989 – ტიმიშოარა, რუმ – 198)

სერგო დათუკაშვილი (1978 – ვოივოდინა, სრბ – 198)

რატი მსხვილიძე (1986 – ტრაბზონი, თურ – 208)

თემურ ორჯონიკიძე (1996 – სტუ – 197)

მარცხენა გარემარბები

ილია გოგალაძე (1986 – სტუ – 190)

უჩა გამზარდია (1990 – ბათუმი – 172)

მარჯვენა გარემარბები

რევაზ ჭანტურია (1982 – სტრუმიცა, მკდ – 177)

რობერტ ბეჟანიშვილი (1992 – იმედი – 177)

პივოტები

გია გვაზავა (1978 – სტუ – 198)

შოთა გრიშიკაშვილი (1984  – სტუ – 198)

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინნიკი

ოფიციალური პირები: დიმიტრი აბესაძე, როლანდ ერაძე

ტალინში თბილისიდან 8 მოთამაშე მიემგზავრება, ხოლო თევზაძე, რუსია, ჩიქოვანი, დათუკაშვილი და ჭანტურია გუნდს 26 ოქტომბერს, ესტონეთში შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატი 2018, კაცები (ფორმატი)

კვალიფიკაცია

პირველი ეტაპი, 2014-15

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 2014. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 2014.  საქართველო – ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, გადის ჯგუფების თითო გამარჯვებული

მეორე ეტაპი, პლეიოფი. აპრილი, 2016

პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული წილისყრის შედეგად დაუწყვილდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევ ტურნირზე უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს და ითამაშებს ორ მატჩს, შინ/სტუმრად ფორმატით. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში.

სავარაუდო მეტოქეები პლეიოფში:

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი რაუნდი

1 ჯგუფი: ხორვატია, ნორვეგია, ჰოლანდია, თურქეთი

2 ჯგუფი: დანია, ბელარუსი, ლიტვა, ბოსნია

3 ჯგუფი: სლოვენია, შვედეთი, სლოვაკეთი, ლატვია

4 ჯგუფი: სერბეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი

5 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა

6 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, ჩეხეთი, შვეიცარია

7 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი

7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი გავა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება პოლონეთში. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ 7 გუნდს შორის უარესი შედეგის მქონე 3 ნაკრები ითამაშებს ევრო 2018-ის კვალიფიკაციის პლეიოფში.

მესამე ეტაპი, მთავარი რაუნდი. 2016-17

პლეიოფის 3 გამარჯვებული შეუერთდება 25 ქვეყანას, რომელიც კვალიფიკაციაში ამ ეტაპიდან ჩაერთვება.   ეს იქნება 25 უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირის მონაწილე 28 ქვეყნიდან, (ხორვატიას, როგორც ევრო 2018-ის მასპინძელს შეცვლის ევრო 2016-ის მასპინძელი პოლონეთი).

შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამე ადგილი მიიღებს ევრო-2018-ის საგზურს.

მთავარი რაუნდი გაიმართება 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, 2017 წლის აპრილ-მაისსა და ივნისში.

ფინალური ტურნირი გაიმართება 2018 წლის იანვარში, ხორვატიაში

Leave a Reply