27/06/15 საქართველოს ნაკრები პლეიოფში გავიდა

ხელბურთის ოლიმპიურმა, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში გრანოლერსის თასის ჯგუფური ეტაპი დაასრულა და კვირას პლეიოფში ჩაერთვება. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელბურთო ფესტივალზე, ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, გოგონებისა და ჭაბუკების 325 გუნდი თამაშობს 15 ქვეყნიდან.

ჩვენები ასპარეზობენ ერთი წლით უფროსების, 1997-98 წლებში დაბადებულთა ტურნირზე, სადაც 37 გუნდია. ნაკრებმა პირველი დღის ორივე შეხვედრა მოიგო: 20-8 გერმანული ზარშტედტთან და 22-10 ესპანურ კლუბთან VIC. მეორე და მესამე დღეს გუნდმა თითო თამაში მოიგო და თითოში დამარცხდა.

პარასკევს ქართველები დამარცხდნენ ესპანურ ვილა არანდასთან, 20-21 და მოუგეს ტერასას – 16-12. შაბათს მეტოქეებად კიდევ ორი ესპანური კლუბი გვყავდა – დავამარცხეთ პარეტსი, 37-15, თუმცა, ბოლო მატჩი წავაგეთ კორასონისტასთან – 14-17. ნაკრებმა 8 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირადი გამარჯვების წყალობით მეოთხეზე დატოვა ტერასა. პლეიოფში გასასვლელად ეს საკმარისი იყო.

ჩვენი ჯგუფიდან, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყველაზე მეტი, 7 გუნდი იყო, პირდაპირ მერვედფინალში მხოლოდ ორი საუკეთესო გავიდა, მესამე ადგილი კი კვირა დილით ჯერ დამატებით მატჩს გამართავს E ჯგუფის მესამეადგილოსანთან და ამ მატჩის მოგებული მერვედფინალში გავა. სხვათა შორის, ჩემპიონი ხვალვე გამოვლინდება, საქართველოს ნაკრებს კი, შესაძლოა, 5 მატჩის გამართვაც მოუწიოს. ტურნირი არასტანდარტული ფორმატით, 15-15 წუთიანი ტაიმებით იმართება.

კატალონიაშივე იმყოფება საქართველოს სხვა, პლაჟით ხელბურთელთა ნაკრებიც, რომელმაც უკვე დაასრულა ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. აქ ჩვენს ნაკრებს დიდი მიზნები დასახული არ ჰქონია – ხელბურთის ამ ნაირსახეობაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს და ამ ეტაპზე მხოლოდ სამომავლო გამოცდილების მიღება სჭირდება. შესაბამისად, ნაკრები, თითქმის მთლიანად, 2 წლით უმცროსებით იყო დაკომპლექტებული. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი წააგო და ახლა 5-9 ადგილებისთვის უნდა ითამაშოს.

ხელბურთი, გრანოლერსის თასი (-18, 1997-98), ესპანეთი

F ჯგუფი: ვილა არანდა 10 ქულა , კორასონისტასი 9, საქართველო 8 – ტერასა 8, პარეტსი 4, ზარშტედტი (გერ) 3, VIC 0

25 ივნისი. საქართველო – ზარშტედტი 20-8 , საქართველო – VIC 22-10

26 ივნისი. საქართველო – ვილა არანდა 20-21, საქართველო – ტერასა 16-12,

27 ივნისი. საქართველო – პარეტსი 37-15, საქართველო – კორასონისტასი 14-17

28 ივნისი: რეპეშაჟი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი

საქართველოს ნაკრები (-17, 1998-99): სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, იმედი) – ერეკლე არსენაშვილი (P, 1998, ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (P, 1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (CB. 1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (CB, 1999, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, იმედი), გიგი ფ ერაძე (LB, 1998, ქარიშხალა), ლუკა ბულბულაშვილი (RB, 1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (RB, 1998, გორი), გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (RW, 2001, პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, იმედი), ლევან მამულაშვილი (LW. 1998, ქარიშხალა), ზურაბ გოგავა (LB, 1998, პეგასი/ვალდდორფი, გერ)

მთ. მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე

ქვიშის ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი (19) ლიორეტ დელ მარი, ესპანეთი

B ჯგუფი: ესპანეთი 6 ქულა, რუსეთი 4 – შვეიცარია 2, რუმინეთი 0

A ჯგუფი: უნგრეთი 8, ხორვატია 6 – თურქეთი 4, პორტუგალია 2, საქართველო 0

26 ივნისი . პორტუგალია-საქართველო 2-0 (17-10, 27-10)

გიორგაძე 7, მიქავა 6, მაისაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, მჭედლიშვილი 2

თურქეთი – საქართველო 2-0 (23-4, 14-9)

მჭედლიშვილი 8, მაისაშვილი 3, მიქავა 1, ტარუაშვილი 1

უნგრეთი-საქართველო 2-0 (29-16, 30-13)

გიორგაძე 8, ბაინაზიშვილი 6, მჭედლიშვილი 4, გოგოლაძე 3, მაისაშვილი 3, მიქავა 3, ვათიაშვილი 2

27 ივნისი: ხორვატია-საქართველო 2-0 (40-7, 34-16)

ბაინაზიშვილი 6, მჭედლიშვილი 6, მაისაშვილი 6, ვათიაშვილი 4, მიქავა 1

27-28 ივნისი. 5-9 ადგილები

საქართველოს ნაკრები: ნოდარ ლორია (GK, 1997, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (GK, 1998, გორი) – გივი გიორგაძე (1996, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), თორნიკე მაისაშვილი (1996, სტუ), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), დავით ყორიაული (1998, თელავი), გიორგი მიქავა (1998, იმედი), თამაზ ტარუაშვილი (1998, გორი), ტარიელ მჭედლიშვილი (1998, გორი)

მთ. მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი ლევან გელაშვილი

Leave a Reply