27/06/15 ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა

გაიმართა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის 2015-16 სეზონის წილისყრა. წლეულს კაცთა ლიგაში 28 გუნდი ითმაშებს და ჯგუფური ეტაპი ახალი, ასიმეტრიული ფორმატით გაიმართება.

ყველა უძლიერესი კლუბი მოხვდა A და B, რვაგუნდიან ჯგუფებში, საიდანაც თითო გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, ხოლო კიდევ 5-5 გუნდი – მერვედფინალში. დანარჩენი 12 კლუბი, მათ შორის სერგო დათუკაშვილის ვოივოდინა, ითამაშებს C და D ჯგუფებში, სადაც 6-6 გუნდია. აქედან მერვედფინალში საბოლოოდ მხოლოდ 2 გუნდი მოხვდება. შეჯიბრება სექტემბერში დაიწყება.

ქალთა ტურნირის ფორმატი უცვლელია. ლიგის 2013 და 2014 წლების ჩემპიონმა, დიორი ეტომ ევროპულ ტიტულთან ერთად უნგრეთის ჩემპიონობაც დაკარგა და ტურნირს კვალიფიკაციიდან დაიწყებს.

გაიმართა ქალთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაც. იქამდე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ორი ვაილდქარდი მიანიჭა გერმანიასა და წინა მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორს, სერბეთის ნაკრებს. ორივე გუნდი კვალიფიკაციაში, პლეიოფის ეტაპზე დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: კილი (გერ), ვესპრემი (უნგ), პსჟ (საფ), ცელიე (სლნ), პლოცკი (პოლ), ზაგრები (ხორ), ბეშიქთაში (თურ), ფლენზბურგი (გერ)

B ჯგუფი: ბარსელონა (ესპ), კელცე (პოლ), ვარდარი (მკდ), კოლდინგი (დან), სეგედი (უნგ), ლიოვენი (გერ), კრისტიანსტადი (შვდ), მონპელიე (საფ)

გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), პორტუ (პორ), ვოივოდინა (სრბ), ტატრან პრეშოვი (სლკ)

D ჯგუფი: მეტალურგ სკოპიე (მკდ), სკიერნი (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), შაფჰაუზენი (შვც), ბაია მარე (რუმ), კვალიფიკაცია

ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

კვალიფიკაცია. 5, 6 სექტემბერი

ელვერუმი (ნორ)-ლაიონსი (ჰოლ), ალფა ჰარდი (ავს)-ბორაცი (ბოს)

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: ლარვიკი (ნორ), კრიმი (სლნ), როსტოვი (რუს), კვალიფიკაცია 2

B ჯგუფი: რაილ კარგო (უნგ), ტიურინგერი (გერ), პოდრავკა (ხორ), ფლური ლუარე (საფ)

C ჯგუფი: მიდტიულანდი (დან), ვარდარი (მკდ), ნიდეროსტერრაიხი (ავს), კვალიფიკაცია 1

D ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (მნტ), CSM ბუქარესტი (რუმ), სევეჰოფი (შვდ), ლიუბლინი (პოლ)

3-3 გუნდი გავა მეორე ჯგუფურ რაუნდში

კვალიფიკაცია. 12, 13 სექტემბერი

1: რადნიჩკი (სრბ) – დიორი (უნგ), დალფსენი (ჰოლ) – გლასვერკეტი (ნორ)

2: ბნტუ მინსკი (ბლრ) – ბაია მარე (რუმ), ანკარა (თურ) – ესბიერგი (დან)

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2015, დანიაში. 5-20 დეკემბერი

A ჯგუფი, ჰერნინგი: დანია, მონტენეგრო, უნგრეთი, იაპონია, ტუნისი, სერბეთი

B ჯგუფი, ნესტვედი: კუბა, შვედეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, ჩინეთი, ანგოლა

C ჯგუფი, კოლდინგი: ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, კორეა, დრ კონგო, გერმანია

D ჯგუფი, ფრედრიქსჰავნი: ნორვეგია, ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი, პუერტო რიკო, ყაზახეთი

4-4 საუკეთესო გადის პლეიოფში

Leave a Reply