EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

26/06/15 ორი გამარჯვება გრანოლერსის თასზე

ხელბურთის ოლიმპიურმა ნაკრებმა ესპანეთში, გრანოლერსის თასის ჯგუფურ ეტაპზე, პირველი დღის ორივე შეხვედრა მოიგო. ჩვენმა ჩვიდმეტწლამდელებმა 20-8 დაამარცხეს გერმანული ზარშტედტი და 22-10 მოუგეს ესპანურ კლუბს VIC – 22-10.

ჯგუფური ეტაპზე პარასკევსა და შაბათს კიდევ 2-2 მატჩია, კვირას კი პლეიოფი გაიმართება. გრანოლერსის თასი ერთ-ერთი უდიდესი სახელბურთო ფესტივალია ჭაბუკთა გუნდებს შორის. ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, 1994-2004 წლებში დაბადებულთა შორის, გოგონებისა და ჭაბუკების 325 გუნდი თამაშობს 15 ქვეყნიდან. ქართველები 1997-98 ასაკობრივ კატეგორიაში გამოდიან. შეჯიბრება 20 სხვადასხვა დარბაზში იმართება, მათ შორის – ქალაქის მთავარ არენაზე, რომელიც 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადისთვის აშენდა. სწორედ აქ გამართეს ქართველმა ჭაბუკებმა პირველი მატჩი.

1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება. ტურნირი 27 ივლისს დაიწყება თბილისში, ახალ სახელბურთო არენაზე. ესპანური ტურნე საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრებაა ოლიმპიადის წინ. გრანოლერსის თასამდე ნაკრებმა ორჯერ დაამარცხა საფეხბურთო კლუბ ბარსელონას თანატოლ ხელბურთელთა გუნდი – 28-26, 27-25.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები (-17) ესპანეთში

24-28 ივნისი: გრანოლერსის თასი (-18, 1997-98)

F ჯგუფი: საქართველო, ზარშტედტი (გერ), ვილა არანდა, VIC, პარეტსი, კორასონისტასი, ტერასა (ესპ)

25 ივნისი. საქართველო – ზარშტედტი 20-8

არსენაშვილი 6, ბულბულაშვილი 4, კბილაშვილი 3, იობაშვილი 3, რუსტამოვი 2, მამულაშვილი 1, ცხოვრებაძე 1

საქართველო – VIC 22-10

26 ივნისი. 13:40 – ვილა არანდა, 16:20 – ტერასა, 27 ივნისი. 11:00 – პარეტსი, 13:40 – კორასონისტასი, 28 ივნისი: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი

საქართველოს ნაკრები: სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, იმედი) – ერეკლე არსენაშვილი (P, 1998, ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (P, 1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (CB. 1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (CB, 1999, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, იმედი), გიგი ფერაძე (LB, 1998, ქარიშხალა), ლუკა ბულბულაშვილი (RB, 1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (RB, 1998, გორი), გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (RW, 2001, პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, იმედი), ლევან მამულაშვილი (LW. 1998, ქარიშხალა), ზურაბ გოგავა (LB/RB, 1998, პეგასი/ვალდდორფი, გერ)

მთ. მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე

21ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 26-28

22 ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 25-27

ფოტო: გრანოლერსის თასის გახსნის ცერემონიალი

 

Leave a Reply