EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

27/06/14 სეზონის დახურვა ცერცვაძის აკადემიაში

ორშაბათს, 30 ივნისს, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 2013-14 წლების სეზონს ხურავს. შეხვედრა გაიმართება 16 საათზე გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ოლიმპიური მზადების აკადემიაში.

 

ფედერაცია გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დააჯილდოებს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშეებს.

სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო. ოქტომბერში ფედერაციამ 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება მოიპოვა. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეროვნული პირველობა და ასევე საქართველოს ჩემპიონატები ორ-ორ ასაკობრივ ჯგუფში ბიჭებსა და გოგონებს შორის. საერთაშორისო არენაზე წარმატებით დაბრუნდა ეროვნული ნაკრები, რომელმაც 3 საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო სპორტის სასახლეში საკმაოდ ძლიერ გუნდებთან და სპორტის ქომაგს თავი შეახსენა. თავ-თავის ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებებმა, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას განაგრძობენ ბიჭებისა და გოგონების ოლიმპიური ნაკრებები, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჯემალ ცერცვაძის თასზე.

თუმცა, 2014-15 სეზონი უფრო ინტენსიური და საინტერესო იქნება.

2013-14 სეზონი. საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორები

კაცები. 1. სტუ 2. ბათუმი 3. სამტრედია

1998-99. 1. ქარიშხალა 2. პეგასი 3, იმედი

2000-01. 1. პეგასი 2. გორი 3. ფოთი

1998-99. გოგონები. 1. მამული 2. ფოთი 3. ყვარელი

2000-01. გოგონები. 1. ფოთი 2. მამული 3. ქარიშხალა

 

Leave a Reply