27/02/14 გორელთა მეხუთე ადგილი უკრაინაში

ამასწინათ გორელ ხელბურთელთა გუნდმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გამართულ მეორე მსოფლიო ომის გმირის, ბობროვის მემორიალურ მე-16 ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. შეჯიბრებაში მონაწილე 28 გუნდს შორის გორელები მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

პირველობისათვის უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის, მოლდოვის და საქართველოს 1998-2000 წწ დაბადებული ხელბურთელები იბრძოდნენ. აღნიშნული ტურნირი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთ ყველაზე საუკეთესოდ ითვლება. გორელებს იქ რამდენიმე წელია რაც ეპატიჟებიან, თუმცა აქამდე ვერცერთხელ მოხერხდა სათანადო ფინანსების გამონახვა შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. ამჯერად ჭაბუკი ხელბურთელები გორის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა დააფინანსა.

გორელი ხელბურთელების კავშირი კი უკრაინასთან აქაური გუნდის მთავარი მწვრთნელის გია მამაცაშვილის მიერაა დამყარებული. მამაცაშვილი გორში სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე დნეპროპეტროვსკის ხელბურთის გუნდში თამაშობდა. კონტაქტები მან იქაურ სპორტულ წრეებთან უკრაინიდან წამოსვლის მერეც შეინარჩუნა.

მელიტოპოლის ტურნირზე 28 გუნდი პირველ ეტაპზე ოთხ ქვეჯგუფში გადაანაწილეს. გორელებმა დაამარცხესგროდნო 2001“ ანაგრიშით 15 : 6, „დონეცკი“ – 15 : 8, „ხარციზკი“ – 12 : 7, „ბელგოროდი“ – 23 : 5 და წააგეს მხოლოდ მასპინძელთა გუნდთან ძალიან დაძაბულ პაექრობაში 13 : 17. მათ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე სწორედ მასპინძლები, ხოლო მეორეზე გორის გუნდი გავიდა. დებულების მიხედვით ქვეჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულმა გუნდებმა I – IV ადგილების მოსაპოვებლად იბრძოლეს, მეორეადგილოსნები (მათ შორის გორი) მე-5 ადგილისათვის პაექრობაში ჩაერთნენ. „გორმაიქ გამართული ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა. დაამარცხა ვოლგოგრადი 18 : 10, ოდესისიუჟნი“ 14 : 11. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა კრასნოდარის გუნდი, ვინც ფინალში მელიტოპოლი დაამარცხა. გორელი დავით ნიაზაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირთ ათეულში იგი მერვე პოზიციაზე იყო.

ასეთი დონის ტურნირში მხოლოდ მონაწილეობაც კი სასიკეთოდ წაადგებოდა ჩვენი ხელბურთის განვითარებას, თუმცა უკრაინაში მხოლოდ საასპარეზოდ არ ჩავსულვართ. ჩატარებული 8 – დან 7 მატჩის მოგება ცხადია კარგი შედეგია. შეჯიბრება რომ სხვა ფორმატით გამართულიყო, ადვილი შესაძლებელია უფრო მაღალი ადგილიც დაგვეკავებინა. საგულისხმოა, რომ ტურნირის ორგანიზატორებს და დარბაზში შეკრებილი მაყურებელს კმაყოფილება არ დაუმალავს გორელი ხელბურთელების თამაშის გამო. მარტსა და ივნისში გასამართ კრაკოვისა (პოლონეთი) და ტოლიატის (რუსეთი) ტურნირების ორგანიზატორებისგან მოგვივიდა მოწვევა ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად“ – გვითხრა გია მამაცაშვილმა.

უკრაინაში, ბობროვის მემორიალურ ტურნირზეგორიასეთი შემადგენლობით გამოვიდა: გიორგი ვათიაშვილი და გიორგი გიგაური (მეკარეები); დავით ნიაზაშვილი, ლევან კვარაცხელია, გიორგი ახალბედაშვილი. თამაზ ტარუაშვილი, გიორგი ხელაძე, ლევან ღვინიაშვილი.

ვასილ ბალახაძე

http://qartlisport.ge/?p=2189

Leave a Reply