26/12/13 ჭაბუკთა ნაკრები ხორვატიისთვის ემზადება
ხელბურთელთა ეროვნული გუნდის გარდა, შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც.
მწვრთნელ ტიტე კალანდაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის გავლა 10-12 იანვარს, ხორვატიის ქალაქ უმაგში უწევს. მეტოქეები არიან ხორვატია, მაკედონია და ჰოლანდია. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
25 დეკემბრიდან 5 იანვრამდე გუნდი შეკრებაზეა დუშეთში. 27 დეკემბერს დუშეთში ჩავა სომხეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც, რომელიც ქართველ თანატოლებთან 3 საკონტროლო მატჩს გამართავს 27, 28 და 29 დეკემბერს.
თვრამეტწლამდელთა ნაკრები შეკრებაზე 17 მოთამაშითაა. გუნდის ლიდერი თემურ ორჯონიკიძე ეროვნულ ნაკრებში იმყოფება ისრაელში, იქვეა ტიტე კალანდაძის თანაშემწე გიორგი გვაზავაც, ოღონდ როგორც მოთამაშე. ორჯონიკიძე თვრამეტწლამდელა ნაკრებს ხორვატიაში გამგზავრების წინ შეუერთდება.
ნოემბერში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მოიგო სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი – დაამარცხა სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები, რის შემდეგაც ერთიორად გაეზარდა განწყობა და მოტივაცია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოსახვედრად.
საქართველოს 18წ ნაკრები
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დემეტრე ნარსია (პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (სტუ)
ხაზის მოთამაშეები: ჯაბა ხაჟომია (სამტრედია), გიგა კოხრეიძე, გაგა დემეტრაშვილი (პეგასი)
გამთამაშებლები: ამირან აბჟანდაძე, ვლადიმერ ბაძაღუა (პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (სამტრედია)
ინსაიდები: თემურ ორჯონიკიძე (სტუ), გივი გიორგაძე (იმედი), ალექსანდრე ცხვარაშვილი, მიხეილ ნაზღაიძე, ზურაბ გოგავა (პეგასი)
კუთხის მოთამაშეები: ირაკლი გოგოლაძე (სტუ), გიორგი დიხამინჯია, კირილე ცუხიშვილი (პეგასი), გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი)
მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, ოფიციალური პირი ვახტანგ ბერიაშვილი
ევროპის 18წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უმაგში, ხორვატია
10 იანვარი, საქართველო – ჰოლანდია
11 იანვარი, საქართველო – ხორვატია
12 იანვარი, საქართველო – მაკედონია
ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.
ფინალი: 14-24 აგვისტო, პოლონეთი