25/01/15 პირველი მეოთხედფინალისტები ყატარი და სლოვენია არიან
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალისტები არიან ყატარი, რომელმაც დაამარცხა ავსტრია: 27-27 და სლოვენია, ვინც მოუგო მაკედონიას: 30-28. საქართველოს დროით 22 საათზე კიდევ ორი მატჩია: ესპანეთი-ტუნისი და ხორვატია-ბრაზილია.
—
მერვედფინალის პირველი დღისთვის ლუსაილის არენა ავირიჩეთ. სავარაუდოდ, დარბაზი ორივე მატჩზე უნდა გაივსოს, თუმცა, დაწყებამდე 30 წუთით ადრე ამას დანამდვილებით ვერ იტყვი – მხოლოდ მასპინძელ ქომაგთა ერთი ჯგუფია მოსული. ორგანიზატორებიც ანშლაგს ელიან, რადგანაც ზედა იარუსზე ყველა ადგილი გაათავისუფლეს და მონაწილე გუნდების ვეება დროშებიც აიღეს სექტორებიდან.
ორი თამაში ალ სადშია, მაგრამ სამწუხაროდ იმავე დროს იწყება. არადა, ნახევარი საათით რომ დაეძრათ, პრესცენტრში დაბოლოებას მაინც ვუყურებდით. მაკედონია-სლოვენიაც დიდად დაძაბული თამაში უნდა იყოს.
გუნდები მოედანზე გამოდიან და ნამდვილად რაღაც უცნაურობაა – ასე ცოტა მაყურებელი ყატარის არცერთ თამაშზე არ ყოფილა. ჯანდაბას, ტუნისელები მოვლენ მეორე ტაიმის დასაწყისიდან და არ მოგვაწყენენ.
ყატარი კარგად იწყებბს და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირ ჟარკო მარკოვიჩსაც ჩვეულებრივ გააქვს, მაგრამ როცა მეათე წუთისთვის ავსტრია წინ გადის – 5-4, ვალერო რივერა იღებს ტაიმაუტს და ორი პივოტით თამაშზე გადადის – ბენალის ადგილზე გამოდის იოვო დამიანოვიჩი, ხოლო იუსეფ ბენალი შეტევას იწყებს და პირველივე პასის შემდეგ ექვსმეტრიან ხაზზე შედის. ეს სქემა ამართლებს და ყატარი 8-6 დაწინაურდება.
ავსტრიაში სამი კაცი უცვლელია: გათამაშებელი სილაგი და ორივე გარემარბი, რომლებიც ჩემპიონატის 10 საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში არიან. ინსაიდები და პივოტები ხშირად იცვლებიან. გუნდმა გაძლო მაშინაც, როდესაც ორი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა და ლუკას მაიერმა გოლიც გაიტანა ამ დროს. ავსტრია შესვენებაზე 14-13 იგებს და სხვაობა მეტიც იქნებოდა, რაულ სანტოსს 6 გარღვევიდან მარტო ორი რომ არ გაეტანა – სანტოსმა ხან ბურთის დაბზრიალება მოინდომა, ხანაც სტოიანოვიჩისთვის თავზე გადაგდება. მეორე კუთხე, რობერტ ვებერი უშეცდომო იყო.
სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა ალ სადის არენაზე. სლოვენია 16-15 უგებს მაკედონიას, მაქსიმალური სხვაობა აქ 2 ბურთი იყო, უფრო სლოვენია იყო ლიდერობდა. ლუსაილში მაყურებელმა იმატა, თუმცა, დარბაზი სავსე არაა.
—
მეორე ტაიმში ავსტრია ორი ბურთით გადის წინ და ყატარის კარში დამიენ სარიჩი დგება. რივერა შემადგენლობას ატრიალებს, ცვლის ორივე გარემარბს, გამოჰყავს მესამე პივოტი, ეძებს უკანახაზელთა საუკეთესო სამეულს. მერე შემოდის დასვენებული მარკოვიჩი, გააქვს და ბერტრან რუანი, რომელიც აქამდე უფრო დაცვაში თამაშობდა, ერთსაც ამატებს – 18-16.
ახლა ავსტრიის ისლანდიელი მწვრთნელის, პატრეკურ იოჰანესონის ჯერია. ისიც იყენებს თითქმის ყველა მოთამაშეს, ცვლის დაცვით სქემებს და გუნდი ისევ ბრძოლაშია, ოღონდ რაულ სანტოსის დღე დღეს არაა – ის სამჯერ გადის სარიჩთან პირისპირ და ერთიც ვერ გააქვს, თუმცა, ერთხელ შვიდმეტრიანი ნამდვილად ეკუთვნის და არ აძლევენ. არადა, სანტოსი შეუცვლელია, როსტერში მის მეტი მარცხენა კუთხე არავინ არაა.
მწვრთნელის ბოლო იარაღია ორმეტრიანი იანკო ბოზოვიჩი და მეკარე ბაუერი, რომელიც ნიკოლა მარინოვიჩს ცვლის და იგერიებს ალ ქარბის შვიდმეტრიანსაც, რის შემდეგაც მიკოლა ბილიკი ათანაბრებს – 24-24 და დარჩა 5 წუთი.
თუმცა, ყატარს სარიჩის, მაყურებლის და ცოტათი მსაჯების წყალობით (4 გაძევება შვიდის წინაააღმდეგ) მაინც მიჰყავს თამაში გამარჯვებამდე – 29-27. მასპინძელი რომ დაამარცხო, მას აშკარად უნდა აჯობო, ავსტრიამ კი ეს ვერ მოახერხა – მხოლოდ თანაბრად ეთამაშა.
მეორე ტაიმის შუაში სლოვენია სამი ბურთით გავიდა წინ მაკედონიასთან 21-18, მეოცეზე სხვაობა ოთხამდე აიყვანა (27-23) და 30-28 მოიგო. სლოვენია მეოთხედფინალში საფრანგეთ-არგენტინის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ყატარი – გერმანია-ეგვიპტის თამაშის მოგებულს
მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge
სპეციალურად, ყატარიდან
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი: http://www.qatar2015live.com/watch-live
—
მერვედფინალი. 25 იანვარი.
ლუსაილი. ავსტრია – ყატარი 27-29
ავს: მარინოვიჩი 8/25, ბაუერი 8/20 – ვებერი 9/8 (3პენ), სილაგი 7/4, მ. ჰერმანი 4/3, ვაგეშრაიტერი 2/2. პოში 3/2, ზიურა 3/2, ბილიკი 4/2, რაულ სანტოსი 8/2, მაიერი 2/1, ბოზოვიჩი 3/1, კირველიავიჩუსი
ყატ: სტოიანოვიჩი 3/19, სარიჩი 7/18 – მარკოვიჩი 13/8, კაპოტე 13/7, რუანი 7/5, ვიდალი 2/2, მალლაში 4/2, ალ ქარბი 6/2, მადადი 1/1, ბენალი 3/1, მემიშევიჩი 3/0, მაბრუკი, ჰასაბ ალლა, ზაქარი
—
ალ სადი. სლოვენია – მაკედონია 30-28
სლნ: სკოფი 11/39 – გაიჩი 10/9 (3 პენ), დოლენეცი 6/5, სკუბე 7/5, ნატეკი 7/4, ლ. ცვიცაი 7/3, ცეჰტე 5/2, ბეჟიაკი 1/1, ზორმანი 2/1, მ. ცვიცაი, გაბერი, სპილერი, ბუნდალო, კოზლინა, კავტიჩნიკი,
მკდ: რისტოვსკი 4/25, ანგელოვი 3/12 – გეორგიევსკი 0/7, კ. ლაზაროვი 11/7, მანაშკოვი7/5, სტოილოვი 6/5, მარკოსკი 1/1, მირკულოვსკი 2/1, მოისოვსკი 2/1, პრიბაკი 5/1, ვუგრინეცი 1/0, ფ. ლაზაროვი /0, იონოსკი, ვ. მარკოვსკი
—
22:00 ესპანეთი – ტუნისი, ხორვატია – ბრაზილია
26 იანვარი
19:30 გერმანია – ეგვიპტე
19:30 პოლონეთი – შვედეთი
22:00 ისლანდია – დანია
20:00 საფრანგეთი – არგენტინა
მეოთხედფინალი, 28 იანვარი
(დაწყების დრო გამოცხადდება)
ხორ/ბრა – პოლ/შვდ
სლნ – საფ/არგ
ისლ/დან – ესპ/ტუნ
ყატ – გერ/ეგვ
—
ინდივიდუალური სტატისტიკა ჯგუფური ეტაპის შემდეგ
გოლები: დრაგან გაიჩი, სლნ 43 (14 პენ) – ჟარკო მარკოვიჩი, ყატ 41(8) – კირილ ლაზაროვი, მკდ 38 (21) – ფედერიკო პისარო, არგ – 34 (8), რობერტ ვებერი, ავს 34 (11) – ივან ჩუპიჩი, ხორ 28 (11) – ფელიპე რიბეირო, ბრა 28 (1), ვალერო რივერა, ესპ 28 (6) – რაულ სანტოსი, ავს 28 (2) – ძიანის რუტენკა, ბლრ 27 (-)
პასები: მიქელ ჰანსენი, დან 32 – რაულ ენტრერიოსი, ესპ 23 – სიარჰეი რუტენკა, ბლრ 21 – არონ პალმარსონი, ისლ 20 – როდრიგო სალინასი, ჩილ 20 – კიმ ანდერსონი, შვდ 19 – ტომაშ ბაბაკი, ჩეხ 18 – კირილ ლაზაროვი, მკდ 18 – ფილიპ მირკულოვსკი, მკდ 17 – უროშ ზორმანი, სლნ 17
გოლი+პასი: კ. ლაზაროვი 56 – მარკოვიჩი 52 – ჰანსენი 51 – გაიჩი 44 – ს. რუტენკა 43 – სალინაი 43 – ვებერი 43 – საჯად ესტეკი, ირა 9 – მასუდ ბერკუსი, ტუნ 38 – პალმარსონი 37 – აჰმედ ელაჰმარი, ეგვ 36
ჩაჭრები: ჰასან მაბრუკი, ყატ 11, ტიაგუს სანტოსი, ბრა 11 – როდრიგო სალინასი, ჩილ 8 – ფელიპე რიბეირო, ბრა 7 – მატიას ანდერსონი, შვდ 6 – ალენ ოვჩინა, ბოს – 6
ბლოკშოტები: იაკუბ შიმანსკი, პოლ 11 – მილადინ კოზლინა, სლნ 10 – გედეონ გვარდიოლა, ესპ 8 – ტობიას კარლსონი, შვდ 8 – ვირან მოროსი, ესპ 8 – სეიად მუსავი, ირა – 8, ნიკოლა კარაბატიჩი, საფ 7
მეკარეები: გონსალო პერესი, ესპ 47/112-42% – იანიკ გრინი, დან 26/63-41% – ფილიპ ივიჩი, ხორ – 31/76-41% – პეტრ შტოხლი, ჩეხ 53/135-39% – მატიას ანდერსონი, შვდ 43/114-38% – დანიელ სარიჩი, ყატ 32/86-37% – პრიმოჟ პროსტი, სლნ 36/100-36%