25/01/15 ხორვატია, ესპანეთი, ყატარი, სლოვენია…

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთმა დაამარცხა ტუნისი, 28:20, ხოლო ხორვატიამ – ბრაზილია, 26:25. დღესვე მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს სლოვენიამ და ყატარმა. ორშაბათს კიდევ 4 მერვედფინალია.

 

ყატარ-ავსტრიის პირველი მატჩის შემდეგ ზედა იარუსი მთლიანად დაიცალა, ტუნისელებმა კი მხოლოდ ქვედა დონე შეავსეს და ძალიან მხურვალედაც უქომაგეს გუნდს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაკრები კლასით ჩამოუვარდება საკუთარ გულშემატკივარს და, რა თქმა უნდა, ესპანელ ხელბურთელებსაც.

 

თამაში დაიწყო კანელასის, მაკედას, აგინაგალდესა და როკასის 4 გოლით და ასევე გაგრძელდა ბოლომდე. ესპანეთმა ტაიმი მოიგო 18-9, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით მედიაცენტრში და გვეყურებინა ხორვატია-ბრაზილიის მატჩისთვის, რომელშიც ბრაზილიამ 15-13 მოიგო პირველი ტაიმი, ხოლო ესპანეთის ყოვლად დაბალანსებული გუნდი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ამ ტურნირის და მასზე კიდევ მოგვიწევს საუბარი. მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედფინალში ისლანდია-დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

ბრაზილიის თამაში სამჯერ ვნახეთ ჯგუფურ ეტაპზე. გუნდს ჰყავს ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბების წყვილი, რიბეირო-კიუფა და აქვს ძალიან კარგი სწრაფი შეტევა, მაგრამ სხვა რგოლებში გამორჩეული მოთამაშე თითქოს არავინ ჩანდა. ამიტომ, როდესაც ტაიმის ბოლოს მეკარე ნასიმენტომ ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი აუღო ჩუპიჩსა და შტრლეკს, ხოლო მისი გუნდი წინ იყო, ვიფიქრეთ, რომ ეს ის სტანდარტული შემთხვევაა, როდესაც სუსტი, რაც შეუძლია, უძალიენდება ძლიერს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გატყდება.

 

მაგრამ ეს ადრე თუ გვიან აღარ დადგა. ხორვატია გავიდა წინ, 18-15 დასაწყისშივე, მაგრამ 43-ე წუთზე ანგარიშიც თანაბარი იყო (19-19) და თამაშიც აბსოლუტურად თანაბარი. 24-24 დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

 

ამის მერე სულ სამი გოლი გავიდა. ხორვატიამ ვერ გატეხა მეტოქე და ბრაზილია თავად გატყდა, როდესაც ტერნოვერების შემდეგ შემდეგ ბურთის სწრაფი გადატანა აღარ გამოუვიდა, ხოლო პოზიციურში გაიჭედა და მსაჯებმა ორჯერ დაუფიქსირეს ჯარიმა შეტევაში. ამასობაში გაიტანეს კარაჯიჩმა და დუვნიაკმა, ხოლო ტიაგუს სანტუსის ბოლო გოლის შემდეგ სულ 24 წამი იყო დარჩენილი.

 

ხორვატიის მომავალი მეტოქე პოლონეთისა და შვედეთის მატჩში გამოვლინდება ორშაბათს.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

მერვედფინალი. 25 იანვარი.

ლუსაილი. ესპანეთი – ტუნისი 28-20

ესპ: პერესი 14/34 – უგალდე 6/6, ტომასი 5/4, ენტრერიოსი 4/3, გარსია 5/3, კანელასი 6/3, როკასი 2/2, აგინაგალდე 3/2, მაკედა 4/2+4 პასი, გვარდიოლა 1/1, რივერა 2/1, დუიშებაევი 4/1, როდრიგესი 1/0, მოროსი, ანდრეუ

ტუნ: მაგეზი 9/28, მაჟედი 1/10 – ბუღანმი 7/5, ალუინი 5/3, შუირეფი 2/2, ტუატი 2/2, ღარბი 5/2, ტეი 5/2, ბენ სალა 2/1, ჰამედი 2/1,მეგანემი 6/1, ბანნური 7/1, ჟალუზი 6/0, ნედუი, ჰმამი, სანაი

ალ სადი. ხორვატია – ბრაზილია 26-25

ხორ: ალილოვიჩი 8/29, ივიჩი 3/7 – კოპლიარი 7/5, შტრლეკი 6/4, დუვნიაკი 8/4+5 პასი, ჩუპიჩი 6/3, კარაჯიჩი 3/3, ბიჯანიჩი 3/2, ვორი 4/2, გოიუნი 1/1, ბროზოვიჩი 1/1, ჰორვატი 2/1,

ბრა: ნასიმენტო 7/2, ალმეიდა 1/13 – ჟოაო სილვა 8/5, რიბეირო 3/3, პოზერი 5/3, გამა 5/3, ტიაგუს სანტოსი 6/3, კიუფა 3/2, პატრიანოვა 5/2, პაშეკო 5/2, კარდოსო 1/1, ტოლედო 3/1, უბნერი, კანდიდო, ე. ტეიშეირა., ვ. ტეიშეირა

დღესვე

ავსტრია – ყატარი 27- 29

სლოვენია – მაკედონია 30-28

26 იანვარი

19:30 გერმანია – ეგვიპტე (1)

19:30 პოლონეთი – შვედეთი (2)

22:00 ისლანდია – დანია (1)

20:00 საფრანგეთი – არგენტინა (2)

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

(დაწყების დრო გამოცხადდება)

ხორ – პოლ/შვდ

სლნ – საფ/არგ

ისლ/დან – ესპ

ყატ – გერ/ეგვ

ნახევარფინალი , 30 იანვარი

17:30 ხორ//პოლ/შვდ – ყატ//გერ/ეგვ (1)

20:15 ისლ/დან //ესპ – სლნ//საფ/არგ (1)

ფინალი, 1 თებერვალი

17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)

20:15 საჩემპიონო ფინალი (1)

პრეზიდენტის თასი

26 იანვარი, ნახევარფინალი

21-24 ადგილები

14:00 ჩილე-ირანი (3)

16:00 ალჟირი-საუდეთი (3)

17-20 ადგილები

18:00 ბელარუსი-ბოსნია (3)

20:00 ჩეხეთი-რუსეთი (3)

27 იანვარი, ფინალი

14:00, 16:00. 18:00, 20:00 (3)

(1) ლუსაილ არენა – 15 300

(2) ალ სად არენა – 7 700

(3) დუჰაილ არენა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply