24/01/15 მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფი იწყება
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. კვირას მერვედფინალში ითამაშებეს ესპანეთი-ტუნისი, ყატარი-ავსტრია, ხორვატია-ბრაზილია, მაკედონია-სლოვენია, ხოლო ორშაბათს: გერმანია – ეგვიპტე, ისლანდია – დანია, პოლონეთი – შვედეთი, საფრანგეთი – არგენტინა.
***
დღეს ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეა და ას სადის დარბაზში თამაშამდე ორსაათნახევრით ადრე უნდა მივიდეთ. აქ ორი მაგარი მატჩია – ეგვიპტე-ისლანდია და საფრენგეთი-შვედეთი, ამიტომაც თადარიგია დასაჭერი, მაგიდიანი ადგილი რომ შეგხვდეს. ყველა დარბაზში ორი ტიპის ადგილია ჟურნალისტებისთვის – მედია-ტრიბუნა, სადაც სამუშაო მაგიდა და ინტერნეტია და უბრალო მედია-სკამი – ვაიფაი იქაც იჭერს, მაგრამ კომფორტი სჯობს.
კიმ ანდერსონი სტარტლისტშია. თუმცა, განაცხადში კი იქნება და თუ შესაცვლელია, ჯგუფური ტურნირის მერე შეცვლიან, საქმე ისაა, ითამაშებს თუ არა. ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, ხოლო გუშინდელი იცით – შვედეთის ნაკრების ლიდერი კიმ ანდერსონი მხარს იტკიებს და, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთხოვოს.
დღევანდელი სიუჟეტური ხაზი ასეთია. C ჯგუფში წინა ოლიმპიადის ფინალისტები, საფრანგეთი და შვედეთი ამჯერად ჯგუფში პირველობისთვის თამაშობენ. ეგვიპტე და ისლანდია – მესამე ადგილისთვის, თუმცა, ეგვიპტე მეოთხე ადგილზე ქვემოთ ვერ ჩავა და მეორეზე გასვლის შანსიც აქვს, ისლანდიამ კი შესაძლოა დაკარგოს პლეიოფი და ასეც მოხდება, თუ ეგვიპტეს ვერ მოუგო – ჩეხეთი უსათუოდ დაამარცხებს ალჟირს და მეოთხე ადგილზე იქნება.
D ჯგუფში გერმანია მოუგებს საუდელებს და პირველ ადგილზე გავა, დანია და პოლონეთი მეორისთვის თამაშობენ, ხოლო მთავარი თამაში აქ არგენტინა-რუსეთია. მოგებული მერვედფინალში გადის.
***
ეგვიპტელები მოთელვაზე არ გამოსულან, ალბათ სავარჯიშო დარბაზში იყვნენ. მათ ქომაგებს ზედა იარუსი თითქმის გავსებული აქვთ, თუმცა, ტუნისელებზე ნაკლებს ხმაურობენ. ისლანდიელები სულ ერთი სექტორია. და პირველი მოულოდნელობა ისაა, რომ ისლანდიის განაცხადში არონ პალმარსონი არ არის. მას პრობლემა ჰქონდა ჩემპიონატის წინ, როცა რეიკიავიკში ბანდიტები დაესხნენ და თავი ჰქონდა დაშავებული, მაგრამ ჩამოვიდა და ოთხივე თამაში ითამაშა. ოფიციალური ინფორმაცის მის შესახებ არ გავრცელებულა, მეტიც, ორი დღის წინ ინტერვიუ იყო მასთან, მედალზე ვფიქრობო. ალბათ ჩეხეთთან დაშავდა. ვინაა პალმარსონი, ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ – ისლანდიის ნაკრებისა და გერმანული კილის გამთამაშებელი და ლიდერი. ის სულ 24 წლისაა, ორჯერ უკვე ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული – ეს კი დიდი იშვიათობაა ხელბურთში. აქ ვარსკვლავები ბევრად უფროსები არიან.
ეგვიპტე ბოლომდე ებრძოლა საფრანგეთს და კინაღამ მოუგო შვედეთს, მაგრამ საგრძნობია, რომ ისლანდიას მოტივაცია მეტი აქვს. ეგვიპტელებისთვის ალბათ სულერთია, ვის შეხვდებიან მერვედფინალში – გერმანიას, დანიას თუ პოლონეთს. დიდი განსხვავება მართლაც არაა. აფრიკელები იგებენ 6-5, მაგრამ უშვებენ ზედიზედ 5 ბურთს და ტაიმს 10-15 აგებენ. ეგვიპტე თამაშობს აქტიურ, 3-2-1 დაცვას, მაგრამ ვერ უმკლავდება გუდიონ სიგურდსონს და ვერც მარჯვენა ინსაიდ ჰალმგრივსონს. ბარსელონას მარცხენა გარემარბმა, სიგურდსონმა ჩააგდო წინა თამაში ჩეხეთთან, მაგრამ ახლა კაპიტანი ნამდვილი ლიდერია – 8 გოლი პირველ ტაიმში! რუსეთსა და არგენტინას დიდი ბრძოლა აქვთ – ტაიმი არგენტინამ მოიგო 18-17.
მეორეში ეგვიპტე დაცვას ცვლის და 6-0 სქემაზე გადადის. და ორამდე ამცირებს სხვაობას: 22-24, 50-ე წუთზე. სირენამდე რვა წუთით ადრე მაჰმუდ რადვანი გარღვევაში გარბის – 23-24. ამ დროს არგენტინა 27-24 უგებს რუსეთს. ალ სადის დარბაზში კი კრიტიკული სიტუაციაა – რჩება სამწუთნახევარი და ისლანდიას ისევ ერთი ბურთი აქვს მარაგში – 26-25, თან ფრეც არ აწყობს. მაგრამ სიგურდსონს გააქვს მეცამეტე. პირველი, მაგრამ ძალიან საჭირო – აარონ ატლასონს და მეკარე გუსტავსონიც იგერიებს – 28-25, დარჩა 82 წამი, ისლანდია მიზანს აღწევს და მერვედფინალში დანიას ან პოლონეთს ხვდება. ჩეხეთს შანსი აღარა აქვს.
შერეულ ზონაში პირველივე შემხვედრ ისლანდიელს, მეკარე გუსტავსონს ვეკითხები. – პალმარსონი სადაა? – დაშავებულია. – ითამაშებს? – ჯერ არ ვიცით.
ახლა ვნახოთ, ანდერსონი თუ ითამაშებს. ჰო, არგენტინამ მოუგო რუსეთს – 30-27 და მერვედფინალში შეხვდება საფრანგეთ-შვედეთს შორის გამარჯვებულს. ყველა მერვედფინალისტი ცნობილია, მაგრამ სამი წყვილი გასარკვევია.
***
საფრანგეთი-შვედეთი. კიმ ანდერსონი სკამზეა. ფრანგებს ლუკ აბალო აკლიათ. მთელ ჩემპიონატზე. ის ტურნირის დაწყებამდე ათიოდ დღით ადრე დაშავდა ვარჯიშზე. აბალოს ნაცვლად მარჯვენა კუთხეში დგას ვალენტენ პორტი – შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო მოთამაშე – ოღონდ ინსაიდის პოზიციაზე.
შვედეთი იგებს 4-0 და იონას კალმანს პერსონალურად ჰყავს აყვანილი ნიკოლა კარაბატიჩი, თან ორი გოლიც აქვს გატანილი. მატიას ანდერსონი იგერიებს მიშელ გიგუს შვიდმეტრიანს, მერვე წუთზე კი უკვე გიიომ ჟოლი დგას ხაზზე. ფრანგების პირველი გოლი – 1-4, მალე კი 4-4. მერე ისევ შვედეთი გადის წინ – 9-5, მათი ორმეტრიანი ინსაიდი იონას კალმანი საუკეთესო გარემარბივით დარბის გარღვევაშიდა ზოგჯერ გარემარბადაც დგება. ტაიმს იგებს შვედეთი, 12-11.
43-ე წუთზე ლუკა კარაბატიჩი იღებს პირდაპირ წითელ ბარათს უხეშობისთვის და კალმანს კუთხიდან გააქვს – 19-16. კიმ ანდერსონი არ გამოჩენილა და ალბათ დღეს ბოლომდე დაისვენებს. მეჩვენება, რომ შვედეთი უფრო დაბალანსებული გუნდია და საფრანგეთი მთავარი ფავორიტიც არაა, მხოლოდ ერთერთი ფავორიტია ამ ჩემპიონატის.
აბალოს გარდა სერიოზული დანაკლისია, რომ პორტი მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე არ დგას. ცოტას თამაშობს გამთამაშებელი დანიელ ნარსისიც, კარაბატიჩი ცენტრშია, მარცხენა ინსაიდზეა 38 წლის ჟერომ ფერნანდესი, ან ვილიამ აკამბრეი, პორტის ადგილზე – ბარაშეტი ან ნიოკა. შესაბამისად, უკანა ხაზში პრობლემებია. სამეული: პორტი-ნარსისი-კარაბატიჩი, რომლითაც ფრანგებმა დიდი უპირატესობით მოიგეს შარშანდელი ევროპის ჩემპიონატი, აღარ არსებობს. შვედეთი 23-21 იგებს.
დანია 24-20 უგებს პოლონეთს. ამ მომენტისთვის საფრანგეთი პოლონეთს უწყვილდება, შვედეთი – არგენტინას, დანია – ისლანდიას. გერმანია უკვე დაუწყვილდა ეგვიპტეს და ცალსახად ვერ იტყვი, რომ ფავორიტი იქნება.
საფრანგეთის უკანა ხაზში პრობლემებია და ისინი ჯაჯგურობენ, 6 მეტრიან ხაზზე ცდილობენ გასვლას. და გასდით. კარაბატიჩს გოლი არა აქვს გატანილი, ორჯერ დაარტყა და თითო მეტრით ააცილა. სამაგიეროდ, ყველაფერს ბყრთს და ყველა პარტნიორს აგზავნის ექვსმეტრიან ხაზზე. პივოტი სორენდო მშვენიერ ფორმაშია, დანარჩენებიც ჯაჯგურობენ და შედეგად ფრანგები ურტყამენ მატჩში 10 შვიდმეტრიანს შვედების ოთხის წინააღმდეგ. ამან გადაწყვიტა კიდეც გამარჯვებულის ვინაობა.
კვანძი ასე იხსნება: გიიომ ჟოლის ორი გოლით, რა თქმა უნდა, შვიდმეტრიანიდან, ფრანგები ათანაბრებენ 23-23, ბარაშეტს წინ გაჰყავს გუნდი და პერსონი ათანაბრებს – 24-24, 56 წუთი. ისევ ჟოლის პენალტი, კარაბატიჩი ბლოკავს ეკბერგის დარყმას, ნახტომში ბურთს იჭერს და დაწოლილი უშვებს გარღვევაში აკამბრეის. მერე საქმეში ერთვება ტიერი ომაიერი და ორჯერ იგერიებს პირისპირ გასულ შვედს. ჯამში საფრანგეთი იგებს – 27-25, დანია ამარცხება პოლონეთს და ბოლო სამი წყვილიც ირკვევა – საფრანგეთი-არგენტინა, შვედეთი-პოლონეთი, დანია-ისლანდია.
ერთდღიანი დასვენება კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინ დაგასვენებს, ხვალიდან მერვედფინალია.
მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge
სპეციალურად, ყატარიდან
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.
24 იანვარი. C ჯგუფი
ეგვიპტე 25 – ისსა, რადვანი 5, აბუ ებედი 4, აბდელრაჰმანი, ელაჰმარი 3
ისლანდია 28 – სიგურდსონი 14/13 (4 პენ), ჰალგრიმსონი 7/5 – გუსტავსონი 14/37-38%
—
ალჟირი 20 – დაუდი 5, ჰამუდი 5, ბერკუსი 3
ჩეხეთი 36 – იხა 7, ლინჰარტი 5, ჰრსტკა, შიმანსკი 4
—
საფრანგეთი 27 – ჟოლი 9/9 (9პენ), მაე 6/5, სორენდო 4/4, პორტი, გიგუ 5/3 – ომაიერი 34%
შვედეთი 25 -კალმანი 18/8, ოსტლუნდი 7/4, პეტერსონი, პერსონი 3 – მ. ანდერსონი 34%
—
საფრანგეთი 9, შვედეთი 7, ისლანდია 5 (28-25) ეგვიპტე 5 / ჩეხეთი 4, ალჟირი 0
ალჟირი-ეგვიპტე 20-34, საფრანგეთი-ჩეხეთი 30-27, შვედეთი-ისლანდია 24-17
ისლანდია-ალჟირი 32-24, ჩეხეთი-შვედეთი 22-36, ეგვიპტე-საფრანგეთი 24-28
ჩეხეთი-ეგვიპტე 24-27, საფრანგეთი-ისლანდია 26-26, შვედეთი-ალჟირი 27-19
შვედეთი-ეგვიპტე 25-25, ისლანდია-ჩეხეთი 25-36, ალჟირი – საფრანგეთი 26-32
ეგვიპტე-ისლანდია 25-28, ალჟირი-ჩეხეთი 20-36, საფრანგეთი-შვედეთი 27-25
—
D ჯგუფი
საუდეთი 19 – ალაბასი, ალზაერი, ალსალემი 3
გერმანია 36 – მუშე 12/11, ზელინი 16/11, შმიდტი 13/8 – ჰაინეფეტერი 42%
—
რუსეთი 27 -შიშკარევი 9/7, იგროპულო 7/5, ატმანი 8/5, დიბიროვი, გორბოკი 3
არგენტინა 30 – პისარო 13/9, დ. სიმონეტი 10/6, ფ. ფერნანდესი 8/5, ვიეირა 4, პ. სიმონეტი 3
—
დანია 31 – ლინდბერგი 6/6, ნოდესბო 4/4, სვანი 5/4, ჰანსენი 6/4, მენსა 4/3
პოლონეთი 27 – ბ. იურეცკი 5/5, როევსკი 8/5, მ. იურეცკი 4/4, სიპრჟაკი 3
—
გერმანია 9, დანია 8, პოლონეთი 6, არგენტინა 5 / რუსეთი 2, საუდის არაბეთი 0
რუსეთი-საუდეთი 27-17, პოლონეთი – გერმანია 29-26, დანია-არგენტინა 24-24
არგენტინა-პოლონეთი 23-24, გერმანია-რუსეთი 27-26, საუდეთი-დანია 18-38
პოლონეთი-რუსეთი 26-25, არგენტინა-საუდეთი 32-20, დანია-გერმანია 30-30
პოლონეთი-საუდეთი 32-13, გერმანია-არგენტინა 28:23, რუსეთი-დანია 28-31
საუდეთი-გერმანია 19-36, რუსეთი-არგენტინა 27-30, დანია-პოლონეთი 31-27
—
A: ესპანეთი 10, ყატარი 8, სლოვენია 6, ბრაზილია 4 / ბელარუსი 2, ჩილე 0
B: ხორვატია 10, მაკედონია 8, ავსტრია 5 (+7), ტუნისი 5 (-1) / ბოსნია 2, ირანი 0
—
მერვედფინალი (დრო დასაზუსტებელია)
(1) ლუსაილ არენა – 15 300
(2) ალ სად არენა – 7 700
(3) დუჰაილ არენა – 5 500
25 იანვარი
19:30 ავსტრია – ყატარი (1)
22:00 ესპანეთი – ტუნისი (1)
22:00 ხორვატია – ბრაზილია (2)
19:30 სლოვენია – მაკედონია (2)
26 იანვარი
გერმანია – ეგვიპტე (1)
ისლანდია – დანია (1)
პოლონეთი – შვედეთი (2)
საფრანგეთი – არგენტინა (2)
—
პრეზიდენტის თასი. 17-20, 21-24 ადგილები
26 იანვარი, ნახევარფინალი
14:00, 16:00. 18:00, 20:00 (3)
17-20 ადგილები: ბოსნია-ბელარუსი, რუსეთი-ჩეხეთი
21-24 ადგილები: ჩილე-ირანი, ალჟირი-საუდეთი
27 იანვარი, ფინალი
14:00, 16:00. 18:00, 20:00 (3)
—
მეოთხედფინალი, 28 იანვარი
(დაწყების დრო გამოცხადდება)
ხორ/ბრა – პოლ/შვდ (1)
სლნ/მკდ – საფ/არგ (1)
ისლ/დან – ესპ/ტუნ (2)
ავს/ყატ – გერ/ეგვ (2)
ნახევარფინალი , 30 იანვარი
17:30 ხორ/ბრა //პოლ/შვდ – ავს/ყატ//გერ/ეგვ (1)
20:15 ისლ/დან //ესპ/ტუნ – სლნ/მკდ //საფ/არგ (1)
ფინალი, 1 თებერვალი
17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)
20:15 საჩემპიონო ფინალი (1)
—
5-8 ადგილები
30 იანვარი, ნახევარფინალი
დაწყების დრო გამოცხადდება (2)
31 იანვარი, ფინალი
17:30 მატჩი 7 ადგილისთვის (1)
20:15 მატჩი 5 ადგილისთვის (1)
—
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:
http://www.qatar2015live.com/watch-live