24/12/13 ღია ვარჯიში ისრაელში გამგზავრების წინ
ოთხშაბათს, 16:00, სპორტკომპლექს არენაში ღია ვარჯიშს გამართავს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები.
ხუთშაბათ დილას გუნდი მიემგზავრება ისრაელში, 27 და 28 დეკემბერს თელ ავივში ორი ამხანაგური მატჩი ექნება ისრაელის ნაკრებთან, 31 დეკემბერს კი ჩაფრინდება ანკარაში, სადაც 2 იანვარს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩია თურქეთთან.
ისრაელში მიემგზავრება 14 ხელბურთელი. ორი მოთამაშე, სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია, კლუბებშია დაკავებული და ნაკრებს თურქეთში შეუერთდება.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ)
ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი)
უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ას სადი, ლიბ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე
კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ)
მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ), მწვრთნელები ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე, ექიმი ლევან ლინნიკი
მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კვალიფიკაცია. ევროპის 1 ჯგუფი
ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0
30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა თურქეთი – საქართველო
4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი
პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული