24/03/15 მამა-შვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე გამოვლინდა ყველა მეოთხედფინალისტი და უკვე გაიმართა წილისყრაც: ზაგრები-ბარსელონა, ვარდარი-კელცე, პსჟ-ვესპრემი, სეგედი-კილი. მეოთხედფინალში გავიდა ჯგუფური ტურნირის ოთხივე გამარჯვებული და სამი მეორეადგილოსანი – ანუ ყველა ფავორიტი.

შარშანდელი ჩემპიონი, ფლენზბურგი მეორედაც დამარცხდა ფინალისტ კილთან (28-33) და ტურნირს გამოეთიშა. ოთხთა ფინალის დანარჩენი ორი მონაწილეც ბრძოლაშია: უნგრეთის ვესპრემმა მეორედაც მოუგო ლა რიოხას (37-31), ბარსელონამ – ოლბორგს (29-22). უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც ორი გუნდი შერჩა: პიკ სეგედმა საკუთარ მოედანზეც მოუგო ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერს, ლიოვენს (31-29). პარი სენ ჟერმენმაც ორჯერ დაამარცხა მეორე ფრანგული კლუბი, დიუნკერკი, მაგრამ ორივეჯერ – მძიმე ბრძოლაში 23-22 და 23-21.

დანარჩენ სამ წყვილში რევანში შედგა, თუმცა, დანიის კოლდინგს, რომელმაც შინ მოუგო ზაგრებს (23-21) პირველი მატჩი 5 ბურთით ჰქონდა წაგებული. პოლონეთის კელცე, ლიგაში ზედიზედ 11 მოგების შემდეგ შინ დამარცხდა მონპელიესთან – 31-33, მაგრამ საფრანგეთში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობა მეოთხედფინალში გასასვლელად ეყო.

ერთადერთი გუნდი, ვინც პირველ მატჩში წაგების შემდეგ ვითარების შემობრუნება შეძლო, არის ვარდარის სკოპიე – მაკედონიის ჩემპიონმა 6-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ 31-20 მოუგო პლოცკის ვისლას და მეოთხედფინალში მეორე პოლონურ გრანდს, კელცეს შეხვდება. ვარდარის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ ესპანელი ალექს დიუშებაევი, ხოლო კელცეს მწვრთნელი – მამამისი, ტალანტ დუიშებაევი.

მეოთხედფინალის სხვა წყვილებიდან აღსანიშნავია ვესპრემისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება,. შარშან ეს გუნდები ამავე სტადიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ვესპრემმა მოიგო.

მეოთხედფინალები 8-12 და 15-19 აპრილს გაიმართება, ხოლო 30-31 მაისს ოთხთა ფინალია კიოლნში.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები.

მერვედფინალის საპასუხო მატჩები. 21-22 მარტი.

პიკ სეგედი (უნგ) – რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) 31-29 (34-30)

ბალოგი 8, ბომბაჩი 8 – გენსჰაიმერი 12

ვესპრემი (უნგ) – ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ) 37-31 (31-23)

ილიჩი 10, სულიჩი 7 – პ. როდრიგესი 10

პსჟ (საფ) – დიუნკერკი (საფ) 23-22 (23-21)

ჰანსენი 8 – ბუტო 8

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31-20 (26-32)

დუიშებაევი 10, გორბოკი 8, კარაჯიჩი 7 – იურკევიჩი 3

კოლდინგი (დან) – ზაგრები (ხორ) 23-21 (17-22)

დოლკი 6, სპელერბერგი 6, – ჰორვატი 5, ობრანოვიჩი 5

ბარსელონა (ესპ) – ოლბორგი (დან) 29-22 (31-11)

სიგურდსონი 6 – ბერგგრენი 5

კელცე (პოლ) – მონპელიე (საფ) 31-33 (29-25)

ბუნტიჩი 7 – დ. სიმონეტი 11, ტეი 8

კილი (გერ) – ფლენზბურგი (გერ) 33-28 (30-21)

ვუინი 6- იაკობსონი 6

მეოთხედფინალი (8-12, 5-19 აპრილი)

ზაგრები-ბარსელონა

ვარდარი-კელცე

პსჟ-ვესპრემი

სეგედი-კილი

ფოტო: ბარსელონა-ოლბორგი

Leave a Reply