22/03/15 ფინალში ნორვეგია და ჰოლანდია გავიდნენ

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა შორის. ბოლო დღეს ჰოლანდიამ 30-28 დაამარცხა ლიტვა და ფინალის მეორე საგზური მოიპოვა. პირველ ადგილზე გავიდა ნორვეგია, რომელმაც 41-20 მოუგო საქართველოს.

მეორე საგზურისთვის თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ლიტვა მეორე ტაიმის დასაწყისში 4 გოლით დაწინაურდა. მათ შორის საუკეთესო იყო მთელი საკვალიფიკაციო შეჯიბრების მთავარი ბომბარდირი ბრიგიტა ივანაუსკაიტე (30 გოლი 3 მატჩში). ჰოლანდიამ ბოლოსკენ გარდატეხა მატჩი მეკარე ფან დერ პოლდენის, გარემარბ ტენ კატესა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ბეუხოლსის კარგი თამაშით – 30-28.

საქართველოს ნაკრებმა 20 გოლი გაუტანა ნორვეგიას, ვინც ქალთა ხელბურთში პირველი ქვეყანაა. 8 ბურთი თათია გადელიას ანგარიშზე იყო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში დაახლოებით ერთნაირი სხვაობით წააგო, თუმცა, გოგონებს დღეისათვის სასაყვედურო არაფერი აქვთ. ჩვენში ქალთა ხელბურთს უწყვეტი ტრადიცია ჯერჯერობით არა აქვს, გოგონათა ასაკობრივი ნაკრები საერთოდ პირველად თამაშობდა ოფიციალურ შეჯიბრებაზე, ამ ასაკის მოქმედი ხელბურთელი გოგონა კი სულ ორმოცდაათიოდე გვყავს. მთავარია, რომ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლა დაიწყო, მომდევნო წლებშიც აუცილებლად განაგრძობს და შედეგსაც თანდათანობით გააუმჯობესებს.

საერთოდ, ქუთაისის ტურნირმა ძალიან კარგად ჩაიარა. მაყურებელი საკმაოდ იყო, მოეწყო ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმინგი, ისევე როგორც ცოცხალი ტექსტურ-სტატისტიკური რეპორტაჟი ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე. დარიგდა 11 სპეციალური პრიზი საუკეთესო მოთამაშეებისთვის. სპეციალური ჯილდო გუნდური სულისთვის დაიმსახურა ჰოლანდიის გუნდმა და მისმა ქომაგმა – ნაციონალურ ფერებში გამოწყობილი ჰოლანდიელ მაყურებელთა ოცეული, რომელიც ძირითადად მოთამაშეთა მშობლებისგან შედგებოდა და ექვსივე თამაშის თავიდან ბოლომდე დაეწსრო, ტურნირის ერთ-ერთი მშვენება იყო.

საქართველოს ნაკრები კი განაგრძობს მზადებას ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელზეც ევროპის 7 საუკეთესო გუნდი გვეწვევა. მათ შორის – ნორვეგიის ნაკრებიც. ნორვეგიელები 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ითამაშებენ, ხოლო 13-23 აგვისტოს – მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურირზე.

ევროპის გოგონათა (17წ) ჩემპიონატის კვალიფიკაცია.

ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი

22 მარტი. ჰოლანდია-ლიტვა 30-28

ჰოლ: ფან დე პოლდერი, ტენ პოლტე – ტენ კატე 6, მულდერი 5, ფრირიკსი 5, ბეუხოლსი 4, ფან დერ ლინდენი 3, ზელდენფიესი 2, ფონ ვეიტერინი 2, ჰაუსჰირი 2, ოსტფეინი 1, ჰილბრანდსი, ნოითმიერი, კორპელი, კლუმპი, სტეიხერსი

ლიტ: შლიუპაიტე, ბოჩკუტე, იანუშაუსკაიტე – ბ. ივანაუსკაიტე 10, გაიდიტე 5, რინკიავიჩუტე 4, აგლინსკაიტე 3, დრულიტე 3, რ. ივანაუსკაიტე 2, ლაპინსკაიტე 1, ზენკოვაიტე, პოჩიუტე, სპარნაუსკაიტე, აბრუტიტე, პოშკუტე, ლუკოშიავიჩუტე

მსაჯები: ბოლიჩი, ჰურიხი (ავს)/ 700 მაყურებელი

საქართველო-ნორვეგია 20-41

საქ: ჯავახია, ყაველაშვილი, ვარდიშვილი – გადელია 8, ყველაშვილი 4, გაბისონია 3, ვენეცკი 2, ჩოგოვაძე 1, კუნელაშვილი 1, თეთრაშვილი 1, ღვალაძე, მორჩაძე, მიხელიძე, ქიტესაშვილი, ბერიძე

ნორ: გორა ალვერნი, ფაგერჰაიმი – ბოე-იაკობსენი 7, კლაიბერგი 6, ფინსტადი 5, ქრისტენსენი 5, ჰიუსე 3, ნესტაკერი 3, ნიგარდი 3, ფუსჰაიმი 2, ჰოვლამი 2, სტრენგენელსი 2, ოლსენი 2, გაბრიელსენი 1

მსაჯები: შილჰა, შილჰა (გერ) / 800 მაყურებელი

20 მარტი. ნორვეგია-ჰოლანდია 33-32, ლიტვა-საქართველო 39-20

21 მარტი. ნორვეგია-ლიტვა 38-26, ჰოლანდია-საქართველო 43-22

საბოლოო მდგომარეობა: ნორვეგია 6, ჰოლანდია 4 / ლიტვა 2, საქართველო 0

საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე ქრისტინე ჯავახია (საქ) – მარცხენა გარემარბი გრეტა რინკიავიჩუტე (ლიტ), მარცხენა შუამარბი მარი ფინსტად-ბერგუმი (ნორ) – გამთამაშებელი ემილე აგლინსკაიტე (ლიტ) – პივოტი სტინა-სელინა სტრეგენელსი (ნორ) – მარჯვენა შუამარბი ლინ ელერშტენი (ნორ) – მარჯვენა გარემარბი ჰედა კლაიბერგ-ზომე (ნორ) – საუკეთესო მცველი მირელ ფრირიკსი (ჰოლ) – ბომბარდირი ბრიგიტა ივანაუსკაიტე (30 გოლი, საუკეთესო შედეგი მთელ შესარჩევ ტურნირში) – ტურნირის MVP მარიელ ბეუხოლსი (ჰოლ) – სპეციალური პრიზი გუნდური სულისთვის გადაეცა ჰოლანდიის ნაკრებსა და მის ქომაგებს

ფინალური ტურნირის მონაწილეები: მაკედონია (მასპინძელი), დანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, უნგრეთი, გერმანია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ხორვატია, რუმინეთი

ფოტო: ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მარიელ ბეუხოლსი

Leave a Reply