21/03/15 უკეთესი მატჩი უფრო ძლიერ მეტოქესთან
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე მატჩიც წააგო – ამჯერად ჰოლანდიასთან 22-43. ნორვეგიამ დაამარცხა ლიტვა – 38-26.
საქართველოს ნაკრებმა უკეთ ითამაშა, დაუშვა ბევრად მეტი ტექნიკური წუნი შეტევაში, მიიღო გაცილებით ნაკლები ორწუთიანი ჯარიმა, კარში კვლავ კარგად იდგა ქრისტინე ჯავახია და მასთან ერთად აღსანიშნავია თამარ ჩოგოვაძე, რომელმაც წინა მატჩი ტრავმით დაასრულა, მაგრამ დღეს ძალიან შემოვიდა და 5 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო ანა ყველაშვილთან და თათია გადელიასთან ერთად.
ჰოლანდია აშკარად უფრო ძლიერი გუნდია ლიტვაზე და ხვალ ალბათ ფავორიტიც იქნება ფინალური ტურნირის მეორე საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში. პირველი კი უკვე გაინაღდა ნორვეგიის გუნდმა, რომელსაც კვირას ვეთამაშებით.
ჩვენი გუნდისთვის კი მნიშვნელოვანია არა მარტო ყველა მატჩი, არამედ ყველა შეტევა, ყველა გოლი და ყველა შედეგიანი ქმედება – ქალთა ხელბურთს ჩვენში უწყვეტი ტრადიცია არა აქვს და ამ გოგონებს ფაქტიურად ნულიდან მოუწიათ დაწყება რამდენიმე წლის წინ. საქართველოს გოგონათ ნაკრებს არასოდეს უთამაშია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატზე – ეს გუნდი ფაქტობრივად გზის გამკვალავია.
დღის პირველ მატჩში ლიტვამ ყოჩაღად დაიწყო ნორვეგიასთან (3-0), მაგრამ რიცხობრივი მეტობისას 2 გოლი გაუშვა, ამის შემდეგ კი ნორვეგია იოლად დაწინაურდა, ტაიმი 19-10 მოიგო, თამაში კი 38-26, ხოლო მათმა მარჯვენა ინსაიდმა ლინ ელერშტენმა პირველ ტაიმში 10 ცდიდან 10 გოლი გაიტანა.
კვირას დასკვნითი ორი მატჩია. 12 საათზე თამაშობენ ლიტვა-ჰოლანდია, 16 საათზე – საქართველო-ნორვეგია.
ევროპის გოგონათა (17წ) ჩემპიონატის კვალიფიკაცია.
ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი
21 მარტი. ნორვეგია-ლიტვა 38-26
ნორ: ფაგერჰაიმი, გორა ალვერნი – ელერშტენი 10, ბოე 8, ჰოვლამი 4, ფუსჰაიმი 3, კლაიბერგი 3, ქრისტენსენი 3, ჰიუსე 2, ნიგარდი 2, სტრენგენელსი 1, ფინსტადი 1, ალბერგი 1, ოლსენი, გაბრიელსენი, ნესტაკერი
ლიტ: შლიუპაიტე, ბოჩკუტე, იანუშაუსკაიტე, – ბ. ივანაუსკაიტე 9, დრულიტე 5, აგლინსკაიტე 5, რ. ივანაუსკაიტე 2, რინკიავიჩუტე 1, ზენკოვაიტე 1, პოჩიუტე 1, სპარნაუსკაიტე 1, აბრუტიტე 1, ლაპინსკაიტე, გაიდიტე, პოშკუტე, ლუკოშიავიჩუტე
მსაჯები: შილჰა, შილჰა (გერ) / 800 მაყურებელი
ჰოლანდია-საქართველო 43-22
ჰოლ: ფან დე პოლდერი, ტენ პოლტე – ფრირიკსი 7, ზელდენფიესი 6, ჰილბრანდსი 6, ფონ ვეიტერინი 4, ჰაუსჰირი 3, ნოითმიერი 3, ტენ კატე 3, ბეუხოლსი 3, მულდერი 2, ფან დერ ლინდენი 2, ოსტფეინი 2, კორპელი 1, კლუმპი 1, სტეიხერსი
საქ: ჯავახია, ყაველაშვილი (ვარდიშვილი) – ყველაშვილი 5, ჩოგოვაძე 5, გადელია 5, ჩოხელი 3, კუნელაშვილი 2, ვენეცკი 1, ღვალაძე 1, გაბისონია, ბერიძე, მიხელიძე, მორჩაძე, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი
მსაჯები: ბოლიჩი, ჰურიხი (ავს)/ 900 მაყურებელი
მდგომარეობა: ნორვეგია 4, ჰოლანდია 2, ლიტვა 2, საქართველო 0
20 მარტი. ნორვეგია-ჰოლანდია 33-32, ლიტვა-საქართველო 39-20
22 მარტი
14:00 ჰოლანდია-ლიტვა
16:00 საქართველო-ნორვეგია
ბადრი კეთილაძის ფოტო