23/10/14 ყვარელმა ჩემპიონი დაამარცხა და წინ გავიდა
საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელ გოგონათ შორის, ყვარლის გუნდმა 29:26 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი, მამული და ერთპიროვნულად დაწინაურდა.
მამულმა წინა ჩემპიონატში ერთადერთი მატჩი ითამაშა ფრედ, სწორედ ყვარლელებთან, ახლა კი ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ყვარელს 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს და ხვალ კიდევ ერთი პრინციპული თამაში უწევს პეგასთან. პეგასსა და მამულს თითო წაგება აქვთ. ხვალვე გლდანში გაიმართება ჩემპიონისა და ვერცხლის პრიზიორის მატჩი – მამული-ფოთი.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები. 1998-99
პირველი წრე, გლდანი
23 ოქტომბერი
ყვარელი – მამული 29:26
ყვა: გუბელაძე – თეთრაშვილი 10, კუნელაშვილი 6, ქიტესაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 4, მიხელიძე 4, კუპატაძე 1, თ. ორდანიშვილი
მამ: მაზმიშვილი – ყველაშვილი 7, გაბისონია 5, ნარიმანიძე 5, ღვალაძე 5, გიორგაძე 2, ომიაძე 2
მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე
ფოთი – წყალტუბო 40:25
ქარიშხალა -პეგასი 13:23
წყალტუბო – იმედი 13:4
მდგომარეობა: ყვარელი 10 ქულა (5 თამაშიდან), პეგასი 8 (5), მამული 6 (4), ფოთი 6 (5), წყალტუბო 2 (5), ქარიშხალა 0 (4), იმედი (4)
24 ოქტომბერი
12:00 წყალტუბო – ქარიშხალა
13:20 მამული – ფოთი
14:40 ყვარელი – პეგასი
16:00 იმედი – ქარიშხალა
17:00 მამული – იმედი
ფოტო: მარიამ მიხელიძე, ყვარელი